რა მოთვლის ლამაზ ქალაქს დედამიწაზე, მაგრამ ისეთის პოვნა, სამუდამოდ რომ დარჩება შენს გულში და მეხსიერებაში, და უკან დაგაბრუნებს, ცოტაა.
ამ მცირე ჩამონათვალში აუცილებლად მოხვდება ქალაქი, რომელიც 3 500 წლისაა და მასზე ძველი მხოლოდ ბაბილონი და ტროაა. აქ მდინარეს ფირუზის ფერი აქვს, ზეცას კი ლალის.
ასეთი ქალაქი ჯერ გულს გადაგიშლის, სულში შემოვა და მერე მემუარებს დაგაწერინებს.
დიახ, სწორად გამოიცანით! ასეთი ქალაქი ქუთაისია.
განა ადვილია დედამიწაზე მისი პოვნა? კიდევ უფრო რთულია ქუთაისში იპოვო ადგილი, რომელიც აქაურ სიძველეს, ფერებსა და გულის ფეთქვას სულ სხვანაირად დაგანახვებს, განსხვავებულად, აქამდე რომ არავის დაუნახავს ისე.
ამჯერადაც მართალი ხართ! ასეთი ადგილი სასტუმრო „მემუარია“.
ქუთაისში არქიტექტურის მკვეთრი ცვლილება მე-18 საუკუნის ბოლოს დაიწყო. ქალაქში გაჩნდა ევროპული სტილის, ნათალი ქვით მოპირკეთებული, რთული, უცხო და საინტერესო ბარელიეფებით შემკული შენობები.
სწორედ, ამ დროსაა აგებული სახლი, რომელმაც ფუნქცია და მესაკუთრე არაერთხელ შეიცვალა. 2020 წლიდან კი აქ, საბოლოოდ, სასტუმრო „მემუარი“ განთავსდა. ყველაფერი, რაც „მემუარს“ უკავშირდება, სიმბოლურია და შემთხევითი არაა. მათ შორის, მისი მდებარეობაც.
შუაგულ ქალაქში, სასტუმროს შენობას ისეთი ადგილი უჭირავს, თითქოს ზუსტად ისაა ორი სხვადასხვა ეთნოკულტურული უბნის, ებრაულისა და კათოლიკური უბნების გამყოფი. ორივე მათგანის გავლენა „მემუარში“ შესვლისთანავე იგრძნობა.

„მემუარის“ შექმნის იდეა საქართველოდან შორს, საბერძნეთში დაიბადა. მისი ავტორი და სულისჩამდგმელი ფატიმა კელესიდისი იყო. იგი მზრუნველობას და ყურადღებას შორიდანაც არ აკლებს სასტუმროს.
აქ თითოეულ სტუმარს ისე ექცევიან, როგორც ძვირფას რელიკვიას. მათ კომფორტსა და სიამოვნებაზე ზრუნვა წლებია უკვე წესად ექცა სასტუმროს დირექტორს, მამუკა კვანტიძეს. მისთვის ამ წესების დარღვევა კატეგორიულად დაუშვებელია.
მასპინძლობის განსაკუთრებული უნარი, რომელიც „მემუარში“ აქვთ, შეუმჩნეველი არავის რჩება. სტუმრებისთვის გაცემული სითბო, სიმყუდროვე და ყურადღება, მათი ჩანაწერებით ბრუნდება უკან და მემუარულ წიგნში სამუდამოდ რჩება. წიგნი კი სასტუმროს მისაღებში ყოველთვის დევს, ის ძალიან სწრაფად ივსება და ყველაზე ხშირად ხდება შესაცვლელი.
„დიდი მადლობა სიმშვიდისთვის, კომფორტისთვის, ყურადღებისთვის“.
მემუარული გარემო იმდენად შინაური და მშობლიურია, არ აქვს მნიშვნელობა სტუმარი ქართველია თუ უცხოელი, ის თავს სახლში, თბილ გარემოში გრძნობს.
„Such a beastuful place!“.
დილა „მემუარში“, ულამაზეს ხედებთან ერთად, უგემრიელესი საუზმით იწყება. გემოებთან ერთად, აქ განსაკუთრებულად ესთეტიკაზე ზრუნავენ. სუფრა, კერძები, ჭურჭელი, დეკორები იმდენად დახვეწილად და გემოვნებითაა დალაგებული, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია და მისი მომაჯადოებელი ეფექტი მეხსიერებაში დიდხანს რჩება.
„დიდი მადლობა სასტუმრო „მემუარს“ მასპინძლობისთვის, მყუდრო გარემოსთვის, ლამაზი ხედისთვის, გემრიელი და სასიამოვნო საუზმისთვის. ჩვენ კიდევ დავბრუნდებით“.
ერთი ნაკლი მაინც აქვს „მემუარს“. სტუმარს მუდამ უკმარისობის განცდა აქვს, აქ გატარებული დრო არ ყოფნის, ხვამლის მთის ულამაზესი ხედის მშვენიერება და ბაგრატის ტაძრის ფირუზისფერ გუმბათზე ოქროსფრად აელვარებული, ჩამავალი მზის სხივების სიდიადე განუმეორებელია.
„სასიამოვნო იყო თქვენს მყუდრო და გემოვნებით მოწყობილ სასტუმროში ღამის გატარება. აივნის ხედი ბაგრატის ტაძარზე ძალიან შთამბეჭდავად მოქმედებდა განწყობაზე. მადლობა ყველას, ვინც იზრუნა და შექმნა ასეთი გარემო. ქუთაისს მასპინძლობა არ ეშლება!“.
„განცდა, რომელიც გეუფლება დიდი გალაკტიონის ქალაქში ყოფნისას და მისი ნაბიჯების ხმის ილუზია იმდენად რეალური ხდება, რომ ქუთაისი სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში, როგორც ქალაქი – არტი“.

ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე

6 hours ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·