უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ III-ს შეხვდა. შეხვედრა უინძორის სასახლეში გაიმართა, რის შესახებაც ინფორმაციას თავად ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი აუდიენცია მქონდა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-სთან. მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას, ბრიტანელ ხალხს და მთელ გაერთიანებულ სამეფოს ჩვენი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებსაც შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად საჭირო ნაბიჯები განიხილეს.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება და ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანას როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გაერთიანებული სამეფოსა და ბრიტანელი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობას უკრაინისთვის.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(477x230:479x232)/King-Charles-Volodymyr-Zelensky-Winsor-Castle-062325-245c01bb220e4510ab99be8e705962c4.jpg)

1 week ago
22







English (US) ·
Georgian (GE) ·