#OK! ზაფხულის გემო ერთ ჭიქაში – ყველაზე პოპულარული სასმელები და მათი ისტორია

7 hours ago 4

ზაფხული წარმოუდგენელია გამაგრილებელი სასმელების გარეშე. ცხელ დღეებში ერთი ცივი კოქტეილი, ლიმონათი ან ხილის სასმელი მხოლოდ წყურვილს არ გვიკლავს — ის ხშირად მოგონებებთან, მოგზაურობასთან ან კონკრეტულ კულტურასთან ასოცირდება.

გთავაზობთ მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარულ საზაფხულო სასმელს და მათი მომზადების კლასიკურ რეცეპტებს.

მოჰიტო

მოჰიტო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საზაფხულო კოქტეილია. მისი ისტორია მე-16 საუკუნეში, კუბაზე იწყება.  თუმცა თანამედროვე სახე სასმელმა მე-20 საუკუნეში მიიღო.

არსებობს ვერსია, რომ მოჰიტოს წინამორბედი სასმელი სახელად „El Draque“ იყო, რომელსაც მეზღვაურები  რომის, ცაცხვისა და შაქრის გამოყენებით ამზადებდნენ. მოგვიანებით მას პიტნა და გაზიანი წყალი დაემატა და კუბური მოჰიტოც შეიქმნა.

კლასიკური მოჰიტოს რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 50 მლ თეთრი რომი
  • 1 ცალი ლაიმი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 8-10 ფოთოლი ახალი პიტნა
  • გაზიანი წყალი
  • ყინული

მომზადება:
ჭიქაში ჩაყარეთ ლაიმის ნაჭრები, შაქარი და პიტნა. მსუბუქად დაჭყლიტეთ, რომ არომატი გამოუშვას. დაამატეთ ყინული, რომი და შეავსეთ გაზიანი წყლით. მორთეთ პიტნითა და ლაიმით.

ლიმონათი

ლიმონათი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და პოპულარული სასმელია, თუმცა მისი ისტორია საკმაოდ ძველია.

მსგავსი სასმელები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში მზადდებოდა. მოგვიანებით ლიმონათი ევროპაშიც გავრცელდა და განსაკუთრებით პოპულარული გახდა საფრანგეთში.

მე-19 საუკუნეში გაზიანი ლიმონათის წარმოებამ სასმელი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.

კლასიკური ლიმონათის რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 4 ლიმონი
  • 1 ლიტრი ცივი წყალი
  • 4-5 სუფრის კოვზი შაქარი
  • ყინული
  • პიტნა სურვილისამებრ

მომზადება:
ლიმონის წვენი გამოწურეთ, შეურიეთ შაქარს და წყალს. კარგად აურიეთ, დაამატეთ ყინული და სურვილის შემთხვევაში პიტნა.

#OK! მატჩა — ჯანსაღი არჩევანი თუ ტრენდი?

სანგრია

სანგრია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური სასმელია. მისი სახელი ესპანური სიტყვიდან „sangre“ მოდის, რაც „სისხლს“ ნიშნავს.

სანგრიის პირველი ვერსიები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებობდა – მაშინ ადამიანები ღვინოს ხილსა და სანელებლებლებს  ურევდნენ.

დღეს ის განსაკუთრებით პოპულარულია ესპანეთსა და პორტუგალიაში.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 750 მლ წითელი ღვინო
  • 1 ფორთოხალი
  • 1 ლიმონი
  • 1 ვაშლი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 100 მლ ფორთოხლის წვენი
  • ცოტა ბრენდი (სურვილისამებრ)
  • ყინული

მომზადება:
ხილი დაჭერით, შეურიეთ ღვინოს, შაქარს და წვენს. დატოვეთ მაცივარში რამდენიმე საათით, რათა გემოები ერთმანეთს შეერიოს.

პინა კოლადა

პინა კოლადა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტროპიკული კოქტეილია.  მისი სამშობლო პუერტო-რიკოა.

სასმელი ოფიციალურად 1950-იან წლებში შეიქმნა სან-ხუანის ერთ-ერთ სასტუმროში. მისი მთავარი ინგრედიენტები — რომი, ქოქოსი და ანანასი — კარიბის ზღვის ატმოსფეროსთან ასოცირდება.

1950-იანი წლებიდან პინა კოლადა ტურისტული კურორტების მთავარი სასმელი გახდა.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 50 მლ თეთრი რომი
  • 100 მლ ანანასის წვენი
  • 50 მლ ქოქოსის რძე ან კრემი
  • ყინული

მომზადება:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცივი ჩაი

ცივი ჩაის რეცეპტები მე-19 საუკუნეში გაჩნდა. 1904 წელს სენტ-ლუისის მსოფლიო გამოფენამ კი მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

დღეს აის-თი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საზაფხულო სასმელია და მას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფორმით ამზადებენ — ლიმონით, ატმით, პიტნით ან თაფლით.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი
  • 1 ლიტრი წყალი
  • ლიმონი
  • თაფლი ან შაქარი
  • ყინული

მომზადება:
მოამზადეთ ჩაი, გააგრილეთ, დაამატეთ ლიმონი, ხილი და ყინული.

მარგარიტა

მარგარიტა ტეკილას, ლაიმისა და ფორთოხლის ლიქიორისგან მომზადებული ცნობილი კოქტეილია.

მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ისტორია არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსიით ის მექსიკაში 1930-1940-იან წლებში შეიქმნა.

დღეს მარგარიტა განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულის წვეულებებსა და სანაპირო კურორტებზე.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 50 მლ ტეკილა
  • 25 მლ ლაიმის წვენი
  • 20 მლ ფორთოხლის ლიქიორი
  • მარილი ჭიქის კიდეზე
  • ყინული

მომზადება:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ჭიქაში.

აპეროლ სპრიცი

მე-19 საუკუნეში, ჩრდილოეთ იტალიაში, განსაკუთრებით ვენეტოს რეგიონში, ავსტრიელი ჯარისკაცები ადგილობრივ ღვინოს გაზიან წყალს უმატებდნენ, რათა ის უფრო მსუბუქი და გამაგრილებელი ყოფილიყო. სწორედ ამ ტრადიციიდან დაიბადა „spritz“-ის იდეა — ღვინისა და წყლის შერევის მარტივი, მაგრამ ძალიან პოპულარული ფორმა.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 90 მლ პროსეკო
  • 60 მლ Aperol
  • 30 მლ გაზიანი წყალი
  • ფორთოხლის ნაჭერი
  • ყინული

მომზადება:
ჭიქაში ჩაყარეთ ყინული, დაამატეთ ყველა ინგრედიენტი და მორთეთ ფორთოხლით.

ფროსტი (Frozen Cocktail)

ბლენდერების განვითარებამ შესაძლებელი გახადა სასმელების ყინულთან ერთად მომზადება და სწორედ მაშინ დაიწყო ისეთი კოქტეილების პოპულარობა, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს იდეალურად ერგებოდა და არა მხოლოდ გემოთი, არამედ ვიზუალურადაც იზიდავდა მომხმარებელს. დროთა განმავლობაში ასეთი კოქტეილები ბარების, სანაპირო კურორტებისა და საზაფხულო წვეულებების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ხილის ფროსტის რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • გაყინული მარწყვი ან მანგო
  • 100 მლ ხილის წვენი
  • ყინული
  • ლიმონის წვენი

მომზადება:
ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ბლენდერში.

ფრაპე

ფრაპე საბერძნეთში 1957 წელს, სრულიად შემთხვევით, სალონიკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე შეიქმნა. ნესტლეს თანამშრომელმა დიმიტრის ვაკონდიოსმა ხსნადი ყავა ცივ წყალსა და ყინულთან ერთად შეაზავა და შეანჯღრია. სწორედ ასე გაჩნდა სასმელი, რომელმაც მალევე მთელი ქვეყანა დაიპყრო.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • შაქარი სურვილისამებრ
  • ცივი წყალი
  • ყინული
  • რძე სურვილისამებრ

მომზადება:
ყავა და ცოტა წყალი ათქვიფეთ ქაფის მიღებამდე, დაამატეთ ყინული, წყალი და რძე.

მაი ტაი

თუ არსებობს სასმელი, რომელიც ტროპიკულ კუნძულებს, პალმებსა და ზაფხულის არდადეგებს ყველაზე კარგად უხდება, ეს სწორედ მაი ტაია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას ჰავაის უკავშირებს, კოქტეილი რეალურად 1944 წელს კალიფორნიაში, ამერიკელმა ბარმენმა ვიქტორ ჯ. ბერჯერონმა შექმნა.

კლასიკური მაი ტაის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 60 მლ თეთრი ან მუქი რომი
  • 15 მლ ფორთოხლის ლიქიორი (Triple Sec ან Curaçao)
  • 15 მლ ლაიმის ახალი წვენი
  • 10 მლ ნუშის სიროფი (Orgeat)
  • 10 მლ შაქრის სიროფი
  • ყინული

მომზადება:

შეიკერში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, დაამატეთ ყინული და კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაასხით ყინულით სავსე ჭიქაში და სურვილისამებრ გააფორმეთ ლაიმის ნაჭრით, პიტნის ფოთლებითა და ანანასის ნაჭრით.

ასევე დაგაინტერესებთ: 

#OK! ღვინო ქართულ კულინარიაში

სრულად წაკითხვა