ზაფხულის სეზონთან ერთად თბილისის ტერასები განსაკუთრებით აქტუალური ხდება – ქალაქის პანორამული ხედები, ღია სივრცეები და განსხვავებული გასტრონომიული გამოცდილება ბევრისთვის ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მიმართულებით Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace საკუთარ სტუმრებს რამდენიმე განსხვავებულ ტერასულ სივრცეს სთავაზობს, რომლებიც როგორც დასვენებისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვისაა შექმნილი.
Feast Restaurant Terrace – საუზმე ხედით თბილისზე
შერატონის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ სივრცედ Feast Restaurant Terrace რჩება. ტერასა ყოველდღიურად დილის 6:30-დან 11:00 საათამდე მუშაობს და სტუმრებს მრავალფეროვან საუზმის მენიუს სთავაზობს.
Feast უკვე ქალაქის ერთ–ერთ გამორჩეულ საუზმის სივრცედ იქცა – ადგილი, სადაც დილა თბილისის ხედებითა და საერთაშორისო სტილის საუზმით იწყება.

Craft House Terrace – ქალაქის ხედები და საერთაშორისო მენიუ
Craft House Terrace საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის და ის მეტად სოციალური სივრცეა, რომელიც 11:00-დან 00:00-მდე მუშაობს. ტერასაზე წარმოდგენილია საერთაშორისო სამზარეულო, მრავალფეროვანი სასმელები და თბილისის ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედები.
სივრცე როგორც ყოველდღიური შეხვედრებისთვის, ისე ზაფხულის საღამოს შეკრებებისთვისაა შექმნილი.

Club Lounge – სამუშაო სივრცე პანორამული ტერასით
მათთვის, ვინც მშვიდ და კომფორტულ გარემოს ეძებს, Sheraton-ის Club Lounge საქმიანი და დასასვენებელი სივრცის კონცეფციას აერთიანებს. სივრცე დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე ფუნქციონირებს და სტუმრებს სამუშაო გარემოსთან ერთად ტერასას, დღის განმავლობაში მსუბუქ წასახემსებლებსა და საღამოს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

ATI Rooftop – თანამედროვე ქართული სამზარეულო 10-ე სართულზე
შერატონის ტერასების მთავარი გამორჩეული სივრცე ATI Rooftop Restaurant Terrace-ია, რომელიც სასტუმროს მე-10 სართულზე მდებარეობს. სივრცე rooftop რესტორნის, ბარისა და ლაუნჯის კონცეფციას აერთიანებს.
ATI სტუმრებს თანამედროვე ქართული სამზარეულოს მრავალფეროვან მენიუს, კოქტეილებსა და ქალაქის პანორამულ ხედებს სთავაზობს. ტერასა საღამოს 6 საათიდან ღამის პირველ საათამდე მუშაობს და ზაფხულის სეზონის ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად rooftop სივრცედ რჩება.

თუ ზაფხულის სეზონზე თბილისის ხედებით, განსხვავებული გასტრონომიული გამოცდილებითა და მრავალფეროვანი სივრცეებით ტკბობა გსურთ, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია.
📍თელავის ქ. 20
🔗 https://www.marriott.com/en-us/hotels/tbssi-sheraton-grand-tbilisi-metechi-palace/overview/


5 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·