ზენდაიასა და „Christian Louboutin“-ის ურთიერთობა უკვე ათ წელზე მეტს ითვლის და მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვარსკვლავურ კავშირს წარმოადგენს. მსახიობის საყვარელი „So Kate“ კი დღეს უკვე არა მხოლოდ წითელი ხალიჩის, არამედ სოციალური ქსელების მთავარი თემაც გახდა.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(599x0:601x2)/zendaya-051024-3-070f67f015334b21ac8ada9fa8641ef2.jpg)
ყველაფერი განსაკუთრებით ფილმ „ჩელენჯერსის“ სარეკლამო ტურის დროს გამძაფრდა, როდესაც ზენდაია თითქმის ყველა გამოჩენაზე Christian Louboutin-ის „So Kate“-ით ჩნდებოდა. „ლუი ვიტონის“, „ლოვეს“, „ტომ ბრაუნისა“ და „ვივიენ ვესტვუდის“ ლუქებს მსახიობი და მისი სტილისტი ლოუ როუჩი სწორედ ამ ცნობილი ქუსლებით ასრულებდნენ.
მოდის ინდუსტრიაში ბევრს მიაჩნია, რომ დღეს „So Kate“ ყველაზე მეტად სწორედ ზენდაიასთან ასოცირდება. მოდის კომენტატორი ჰანან ბესოვიჩი ამბობს, რომ ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, რა ფეხსაცმელი აცვია მსახიობს – ყველას მხოლოდ ის აინტერესებს, ამჯერად რა ფერის „So Kate“ აირჩია.

ლოუ როუჩი ხშირად იხსენებს, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ზენდაია დაახლოებით 14 წლის იყო და პირველად ჩაიცვა ეს მოდელი. ერთ-ერთ ინტერვიუში სტილისტმა თქვა, რომ ახალგაზრდა ზენდაია მაღალი ქუსლების გამო ძლივს დადიოდა და ფეხსაცმლის გახდა სურდა, თუმცა მან უთხრა, რომ ბოლომდე უნდა გაეძლო. მეორე დღეს მსახიობმა იგივე ფეხსაცმელი ისევ ჩაიცვა და ასე დაიწყო მისი განსაკუთრებული სიყვარული ლუბუტენების მიმართ.

Christian Louboutin-მა „So Kate“ 2013 წელს წარადგინა. მოდელი, რომელიც ქეით მოსის სახელს ატარებს, ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიზაინად იქცა – დახვეწილი სილუეტით, 120 მილიმეტრიანი ქუსლითა და ცნობილი წითელი ძირით. თუმცა, მიუხედავად პოპულარობისა, ფეხსაცმელი ერთ-ერთ ყველაზე არაკომფორტულ მოდელად ითვლება.

სწორედ ეს გახდა „ტიკტოკის“ ახალი ტრენდის საფუძველი. სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქტიურად აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც „So Kate“-ით სხვადასხვა ყოველდღიურ აქტივობას ასრულებენ – ვარჯიშობენ, სახლს ალაგებენ, ქუჩაში დადიან და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მოდისთვის დისკომფორტის ატანაც ღირს.
თუმცა ახლა ზენდაიას საყვარელ „So Kate“-ს ახალი კონკურენტიც ჰყავს – Christian Louboutin-მა 2025 წელს ოფიციალურად წარადგინა ახალი მოდელი, სახელად Miss Z, რომელმაც ინტერნეტში მაშინვე დიდი განხილვა გამოიწვია.
ფეხსაცმელი პირველად ბრენდის 2025 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე, პარიზში გამოჩნდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ, ხომ არ გახდა მისი შთაგონება სწორედ ზენდაია. მსახიობი წლებია „So Kate”-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გულშემატკივრად ითვლება, რის გამოც ბევრმა Miss Z მის თანამედროვე ვერსიად აღიქვა.

„ტიკტოკზე“ და „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბრენდის თანამშრომლის, ჟიულ ბლუმის ვიდეომ, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი მოდელი ზენდაიასგან იყო შთაგონებული. მისი თქმით, Miss Z „თამამი, ეფექტური და გამორჩეული“ დიზაინია. თუმცა მოგვიანებით თავად ლუბუტენმა განმარტა, რომ Miss Z კონკრეტულად ზენდაიასთვის არ შეუქმნიათ. ბრენდის ოფიციალური განცხადებით, ახალი მოდელი „Z თაობისთვის“ შეიქმნა და ის ახალი ეპოქის ფეხსაცმელს წარმოადგენს.
ზენდაია თავადაც არაერთხელ საუბრობდა „So Kate“-ის სიყვარულზე. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ ამ მოდელის თითქმის ყველა ფერი აქვს, განსაკუთრებით კი თეთრი ვერსია უყვარს, რომელსაც თითქმის ყველაფერთან ატარებს. სწორედ ამიტომ ბევრმა მიიჩნია, რომ Miss Z ძველი მოდელის განახლებული, უფრო თანამედროვე ვერსიაა – განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო წლებში ახალგაზრდა მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ხშირად საუბრობდნენ ამ ფეხსაცმლის არაკომფორტულობაზე.

Miss Z ვიზუალურად ისევ ინარჩუნებს ლუბუტენის კლასიკურ, დახვეწილ სილუეტს, თუმცა უფრო კომფორტულ დიზაინზეა გათვლილი და ის ლუბუტენის პირველი ფეხსაცმელია, რომლის წითელი ძირიც არ ფუჭდება. მოდის სამყაროში უკვე აქტიურად განიხილავენ, შეძლებს თუ არა Miss Z იმავე კულტური სტატუსის მიღწევას, რაც წლების განმავლობაში „სო ქეითმა“ მოახერხა – განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ფეხსაცმელს ისევ ზენდაიას სახელს უკავშირებენ.


3 weeks ago
43







English (US) ·
Georgian (GE) ·