#OK! თამუნა მუსერიძე Nagroda Korczaka-ს ჯილდოს მფლობელი გახდა

3 weeks ago 32

თამუნა მუსერიძემ 2026 წლის იანუშ კორჩაკის სახელობის საერთაშორისო ჯილდო Nagroda Korczaka მოიპოვა. ის ჯილდოს მფლობელი მისი ჟურნალისტური საქმიანობისა და სოციალური გავლენის გამო გახდა, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც დაკარგული ბავშვებისა და ოჯახების გაერთიანების თემას უკავშირდება.

May be an image of text that says "α W UCZELNIA KORCZAKA a M JEST..." JEST. ORCZAK ZAK ORO"

“იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო, მისი პიროვნებიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. წელს ცერემონიაზე დაამატეს კიდევ ერთი ნომინაცია – პუბლიკაცია, საქართველოში გაშვილებული ბავშვების ისტორიების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშუქებისთვის, რომელ ნომინაციაში პირველად მე მივიღე ჯილდო. ეს ნომინაცია უკვე ყოველ წელს სპეციალურად იქნება არაპოლონელი ადამიანებისთვის”, – ამბობს თამუნა მუსერიძე OK!- სთან ინტერვიუში.

No photo description available.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება საქართველოში დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მდგომარეობაზე გაამახვილა და მათ ოჯახებს მხარდაჭერა გამოუცხადა – იმ ფონზე, როდესაც ამ ბავშვების მშობლები თვეებია სახელმწიფოსგან მედიკამენტების უზრუნველყოფას ითხოვენ. ჟურნალისტის გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი გახდა დაჯილდოების ცერემონიაზე. ჟურნალისტის თქმით, ის ბავშვებს სხვა ფორმით ვერ დაეხმარა.

“ერთადერთი ეს არის სახელმწიფო, ვინც დაეხმარება ამ ბავშვებს. ჩვენ შეგვიძლია ყველა პლატფორმიდან მთავრობას გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის მედიკამენტები”, – თქვა ჩვენთან საუბრისას.

თამუნა მუსერიძე ცნობილია, როგორც საგამოძიებო ჟურნალისტი და პლატფორმა „ვეძებ“-ის დამფუძნებელი, რომლის მეშვეობითაც ასობით ოჯახმა შეძლო ერთმანეთის პოვნა. ცნობისთვის, იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო, რაც საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. ენიჭებათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ბავშვთა უფლებების დაცვასა და განათლების განვითარებაში.

ჯილდო ეძღვნება პოლონელ ექიმს, პედაგოგსა და ჰუმანისტს იანუშ კორჩაკს, რომელიც ბავშვთა უფლებების ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება და რომლის საქმიანობამ თანამედროვე ბავშვთა დაცვის კონცეფციის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

May be an image of text

ტექსტი: იზაბელ მოდებაძე

სრულად წაკითხვა