#OK! თბილისის მოდის კვირეული: ქართველი დიზაინერების ახალი ხმა მოდის სამყაროში

2 weeks ago 17

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ჩვენებები Factory Tbilisi-ში, 9 მაისს გაიმართა. მოდის კვირეულში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი დიზაინერები, როგორებიც არიან: Alexander Akhalkatsishvili და Lado Bokuchava.

Lado Bokuchava-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც გამოირჩეოდა თანამედროვე და თავისუფალი ესთეტიკით. ქალისა და მამაკაცის სამოსში განსხვავებული და უჩვეულო დეტალები იკვეთებოდა, რომელიც მკვეთრ და სტრუქტურულ ფორმებზე აკეთებდა აქცენტს. თითოეული ლუქი მტკიცე და ამავდროულად მინიმალისტურ ხასიათს ატარებდა.

კოლექციის მთავარი იდეა თითქოს ინდივიდუალიზმი იყო, სადაც სამოსი პიროვნულობასა და უნიკალურობას უსვამდა ხაზს. Lado Bokuchava-ს ჩვენებები ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ის კი ქართული მოდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

Alexander Akhalkatsishvili-ის გაზაფხული/ზაფხულის 2026-ის კოლექცია ძლიერი ხასიათით გამოირჩეოდა, რომლის დიზაინი ელეგანტურ, დახვეწილ და ამავე დროს მკაცრ ვიზუალს ქმნიდა. კოლექციაში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მუქი, დრამატული სტილის ტყავის სამოსი, რომელიც ქალის სხეულის სილუეტზე იყო ორიენტირებული.

Alexander Akhalkatsishvili მოდის სამყაროში უკვე დიდი ხანია საკუთარ ისტორიას წერს. მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული მოდის შესაძლებლობებსა და თანამედროვე ხედვას.

სრულად წაკითხვა