#OK! ივენთივი – ჩვენ ვქმნით დაუვიწყარ ემოციას

1 week ago 14

ნებისმიერი სახის ღონისძიების მოწყობისას აუცილებელია მისი სწორი დაგეგმვა და მისი ხარისხიანად შესრულება. ღონისძიების შემდგომ მიღებული შთაბეჭდილება კი დაუვიწყარი უნდა იყოს. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ „ივენთივს“, რომელიც 2019 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანი ივენთკომპანიაა.

ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მომსახურებას უწევს დამკვეთს, ასრულებს მის მოთხოვნებს და სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს: პერსონალურ ღონისძიებებს – ქორწილს, ხელის თხოვნის ცერემონიას, დაბადების დღის, გამოსაშვებ წვეულებას, სქესის გაგების ცერემონიას და საზეიმო ვახშამს, ასევე კორპორაციულ ღონისძიებებს – კონფერენციებს, შეხვედრებს, გამოფენებს, ფორუმებსა და კონგრესებს.

„ივენთივი“ ოპერირებს კორპორაციული ტურიზმის განხრითაც, რაც მომხმარებელს სთავაზობს DMC და MICE სერვისებს, რაც მოიცავს ფრენის, განთავსებისა და ტრანსფერის უზრუნველყოფას. ასევე, ნებისმიერი წვეულების გაფორმებას და სადღესასწაულო ინვენტარის ფართო არჩევანს. „ივენთივი“ ცნობილია თავისი ქეითერინგით, გთავაზობთ ფურშეტით მომსახურებას – როგორც წვეულებებისთვის, ასევე ბიზნესღონისძიებებისთვის.

„ივენთივის“ დაგეგმილი ღონისძიება გამორჩეულია, რადგან ის თითოეულ დამკვეთს ინდივიდუალურად უდგება, ითვალისწინებს მის აზრს და გემოვნებას. ხარისხიანი მომსახურება, საინტერესო იდეები, დეტალებზე ორიენტირებულობა და სრულყოფილებისადმი სწრაფვა კი განაპირობებს ღონისძიების წარმატებას. „ივენთივი“ არ ქმნის მხოლოდ ღონისძიებას, ის ქმნის დასამახსოვრებელ ემოციებს და დაუვიწყარ გამოცდილებას.

კომპანიის მიზანია იყოს საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორი მომხმარებლისთვის და დანერგოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი ბიზნესინდუსტრიაში.

„ჩვენი მიზანია, პროფესიონალიზმის მუდმივი ზრდით ჩვენი მომხმარებლებისთვის შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები. ჩვენ მიერ ორგანიზებული ყოველი ღონისძიება, იქნება ეს პერსონალური თუ კორპორაციული, არის იმერსიული გამოცდილება, რომელიც ყოველთვის აჭარბებს მომხმარებლის მოლოდინს. „ივენთივი“ არის სანდო პარტნიორი თქვენი სურვილების რეალობად გადაქცევისას“,  – ამბობს „ივენთივის“ მენეჯერი, ანა ბაინდურაშვილი.

ღონისძიებების დაგეგმვის გარდა კომპანია თვითონვე უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიების ინვენტარით აღჭურვას.

„ჩვენი ვრცელი ინვენტარი მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ სრულყოფილი ღონისძიების შესაქმნელად, ავეჯიდან და დეკორიდან განათებამდე და აუდიო-ვიზუალურ აღჭურვილობამდე. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ხედვა, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ის რეალობად ვაქციოთ“.

როგორც „ივენთივში“  ამბობენ, ისინი მუდმივად ცდილობენ განავითარონ მომსახურება, ახალ-ახალი პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს და წინ გაუსწრონ ინდუსტრიის ტენდენციებს.

„ჩვენთვის თითოეული დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიება გამოცდილებაა, ხოლო ყოველი გამოწვევა – ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე მიზანია, ჩამოვიტანოთ ისეთი ინვენტარი, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის. გვინდა გამორჩეული და ინოვაციური ინვენტარი შევთავაზოთ მომხმარებელს“.

ტექსტი: სოფიო მალანია

სრულად წაკითხვა