ილონ მასკმა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა, ტრილიონერის სტატუსი უკვე დაკარგა. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, 24 ივნისის მდგომარეობით მისი ქონება 957 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, მაშინ როდესაც 12 ივნისს ის 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა.
მასკის ქონების შემცირების მთავარი მიზეზი SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების მკვეთრი ვარდნა გახდა. SpaceX-ის აქციებმა, რომლებიც კომპანიის ბირჟაზე გასვლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ბოლო დღეებში ღირებულების 30%-ზე მეტი დაკარგა. პარალელურად, Tesla-ს აქციებიც თითქმის 6%-ით შემცირდა.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(934x495:936x497)/Elon-Musk-chief-executive-officer-of-Tesla-011626-4f47980f98c748a2891ca2e4d1ba8989.jpg)
SpaceX-ის საჯარო შეთავაზება (IPO) 12 ივნისს შედგა და კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.77 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ მასკი კომპანიის დაახლოებით 42%-ს ფლობს, მისი ქონება მყისიერად ტრილიონ დოლარს გადასცდა. რამდენიმე დღეში SpaceX-ის აქციების ზრდამ მისი ქონება პიკურ ნიშნულამდე – 1.32 ტრილიონ დოლარამდე აიყვანა.
Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთ დღეში SpaceX-ის აქციების 16%-იანმა ვარდნამ მასკის ქონებიდან დაახლოებით 240 მილიარდი დოლარი გააქრო.
მიუხედავად დანაკარგისა, ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება. ექსპერტების შეფასებით, მისი ქონება განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბაზრის რყევების მიმართ, რადგან სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მხოლოდ ორ კომპანიაზე – SpaceX-სა და Tesla-ზეა დამოკიდებული.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მერყეობა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის უჩვეულო არ არის. მათი თქმით, თუ SpaceX-ის აქციები დაახლოებით 6%-ით აღდგება, მასკს ტრილიონერის სტატუსის დაბრუნება შეეძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·