#OK! ირანელ მომღერალს, პარასტუ აჰმადს, ჰიჯაბის გარეშე შესრულებული კონცერტის გამო 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს

2 hours ago 2

ირანელ მომღერალს, პარასტუ აჰმადს და მისი მუსიკალური პროექტის რვა წევრს სასამართლომ 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯა. გადაწყვეტილება 2024 წელს გამართულ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა YouTube-ზე პირდაპირ ეთერში გადასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქომის პროვინციის სასამართლომ არტისტები „საზოგადოებრივი მორალის დარღვევისა“ და ინტერნეტში „ამორალური შინაარსის კონტენტის“ გავრცელების ბრალდებით ცნო დამნაშავედ. განაჩენი ასევე ითვალისწინებს ქვეყნიდან გასვლისა და პროფესიული საქმიანობის ორწლიან აკრძალვას.

lran to lash prominent female singer for performing online without hijab |  The Times of Israel

საქმე 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც 29 წლის პარასტუ აჰმადმა ჰიჯაბის გარეშე შეასრულა ცნობილი პატრიოტული სიმღერა Az Khoone Javanane Vatan („სამშობლოს ახალგაზრდების სისხლიდან“). კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მალევე ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და YouTube-ზე, სადაც მილიონობით ნახვა დააგროვა.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მომღერალი და რამდენიმე მუსიკოსი დროებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ოფიციალური სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.

Iranian star Parastoo Ahmadi reportedly sentenced to 74 lashes for singing  without hijab | Iran | The Guardian

აშშ-ში მოქმედი ორგანიზაციის Center for Human Rights in Iran-ის წარმომადგენლის, ბაჰარ განდეგარის, განცხადებით, აღნიშნული განაჩენი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

„74-ჯერ გამათრახება მხოლოდ იმის გამო, რომ ქალმა საჯაროდ იმღერა და ჰიჯაბის გარეშე გამოჩნდა, ნათლად აჩვენებს, რომ ირანში ქალთა უფლებების შეზღუდვა კვლავ გრძელდება“, – განაცხადა მან.

ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე იურისტი მოინ ხაზაელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი სასჯელი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, ირანის კანონმდებლობა ქალებისთვის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებას ან გავრცელებას დანაშაულად არ მიიჩნევს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ გამათრახება საერთაშორისო სამართლის მიხედვით სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის ფორმად განიხილება.

მომღერლის მხარდასაჭერად არაერთი ცნობილი ირანელი ხელოვანიც გამოვიდა. მათ შორისაა ირანელ-ბრიტანელი მსახიობი ნაზანინ ბონიადი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს საქმე ირანში არსებული რეპრესიული სისტემის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

Parastoo Ahmadi - YouTube

სრულად წაკითხვა