თმის დამატენიანებელი შამპუნი Beach ფანოლა – Fanola
ზაფხულში თმასა და კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება მზის, მარილიანი წყლისა და ქლორის ზემოქმედებისგან დასაცავად. Fanola FANBeach არის მრავალმხრივი შამპუნი, რომელიც დაატენიანებს და დაარბილებს როგორც თმას, ასევე, თქვენს კანს. ზეთებისა და ვიტამინების წყალობით ატენიანებს და კვებავს კანს. შედეგად, ჩახლართვისკენ მიდრეკილი თმაც კი უფრო გლუვი ხდება და ადვილდება დავარცხნა. იდეალურია ზაფხულში პლაჟსა და აუზის შემდეგ გამოყენებისთვის. ასევე, გამოდგება აუზითა და სპორტული დარბაზით სარგებლობის შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში. აქვს ქოქოსის სასიამოვნო არომატი, მსუბუქი ტექსტურა და შესაძლებელია ხშირი გამოყენება.
ორი ერთში ფუნქცია – გამოიყენება თმისა და სხეულის დასაბანად და აქვს დამატენიანებელი ეფექტი. (სააფთიაქო ქსელი „პსპ“)

თმის დამატენიანებელი ნიღაბი Beach ფანოლა – Fanola
Fanola FANBeach-ის სპეციალურად შემუშავებული, დამატენიანებელი და მკვებავი თმის ნიღაბი ეხმარება თმას, აღიდგინოს ბუნებრივი სირბილე და ბზინვარება მზის, მარილის, ქვიშისა და ქლორის ზემოქმედების შემდეგ. ღრმად დამატენიანებელი ფორმულა აღადგენს თმის ტენიანობასა და მოცულობას – მისი დამძიმების გარეშე. იდეალურია პლაჟსა და აუზის შემდეგ გამოყენებისთვის. აქვს ქოქოსის სასიამოვნო არომატი, მსუბუქი ტექსტურა და შესაძლებელია ხშირი გამოყენება.
გამოყენების წესი: შამპუნის გამოყენების შემდეგ თანაბრად დაიტანეთ ნოტიო თმაზე, შუა სიგრძიდან ბოლოებამდე. გაიჩერეთ 3-5 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ. შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება. (სააფთიაქო ქსელი „პსპ“)

მზისგან დამცავი ზეთი Beach ფანოლა – Fanola
იმისთვის, რომ ზაფხულის მზეზე თმა არ გამოშრეს, მას სპეციალური მოვლა და კარგად დატენიანება სჭირდება. Fanola FanBeach სერიის მზისგან დამცავი და დამატენიანებელი თმის ზეთი, რომელსაც აქვს UV დამცავი მოქმედება, ეხმარება თმას მზის ზემოქმედების დროს. მზეზე გასვლას აპირებთ? დარწმუნდით, რომ თმა დაცულია მავნე UV სხივებისგან, რომლებიც აშრობენ თმას. Fanola FanBeach ზეთი ამ დროს იდეალური გადაწყვეტილებაა. სპრეის ფორმა გაგიმარტივებთ საქმეს.
გამოყენების წესი: მზეზე გასვლამდე შეისხურეთ ზეთი ნოტიო ან მშრალ თმაზე. ზღვაზე ან აუზზე ყოფნისას, წყლიდან ამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოიყენეთ. არ ჩამოიბანოთ.
მზეზე ყოფნის შემდეგ: პირველ რიგში, დაიბანეთ თმა შამპუნითა და კონდიციონერით. შეიშრეთ თმა პირსახოცით და დაიტანეთ ზეთი თმის სიგრძეზე. შეიშრეთ ზეთი, რათა მაქსიმალური ეფექტი ჰქონდეს მზის ზემოქმედების შემდეგ. (სააფთიაქო ქსელი „პსპ“)


3 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·