NBA-ის ფინალური სერიის დროს ჯორდინ ვუდსის ჩანთა იმდენად დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა, რომ საბოლოოდ სპორტისა და მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა.
კარლ-ენტონი ტაუნსის საცოლე, მოდელი, კაილი ჯენერის ახლო მეგობარი და მეწარმე ჯორდინ ვუდსი, თითქმის ყველა მატჩზე საკუთარი ბრენდის – Woods by Jordyn-ის ჩანთით ჩნდებოდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა Tux Clutch Mini, რომელიც ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა.


ფინალური სერიის მესამე მატჩის წინ მედისონ სკვერ გარდენში ჩანთების შეტანის აკრძალვამ ვუდსიც და ნიქსის გულშემატკივრებიც დააფიქრა. მიზეზი მარტივი იყო – ბევრი ფანი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს ჩანთა იყო გუნდის წარმატების ერთგვარი სიმბოლო. მატჩში ნიქსმა წააგო და მათი 13-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.
აკრძალვა მალევე მოიხსნა და მეოთხე მატჩზე ვუდსი ისევ თავისი ცნობილი ჩანთით გამოჩნდა. თამაშის განმავლობაში, როდესაც ნიქსი დიდი სხვაობით აგებდა, კამერებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს, როგორ ეჭირა ხელში ჩანთა. საბოლოოდ გუნდმა ისტორიული ქამბექი შეასრულა და შეხვედრა მოიგო.

მოგვიანებით ჯორდინ ვუდსმა ინსტაგრამზე ხუმრობით დაწერა:
„არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ეს ჩანთა ნამდვილად მუშაობს…“
Tux Clutch Mini ჯორდინ ვუდსის საკუთარი ბრენდის, Woods by Jordyn-ის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია. შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული ჩანთა 125 დოლარი ღირს და ნარინჯისფერი ფერით გამოირჩევა, რომელიც ნიუ-იორკ ნიქსის საკლუბო ფერსაც მოგვაგონებს.
ჩანთა ოფიციალურად მაისში გამოჩნდა გაყიდვაში და იმდენად დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, რომ პირველი პარტია უმოკლეს დროში სრულად გაიყიდა.
ბრენდმა მალევე დააანონსა ახალი პარტიის წარმოება და წინასწარი შეკვეთებიც გახსნა. Tux Clutch Mini დღეს უკვე არა მხოლოდ მოდური აქსესუარი, არამედ ნიქსის გულშემატკივრებისთვის ერთგვარი სიმბოლოც გახდა.

ჯორდინ ვუდსი წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც მოდელი, ინფლუენსერი და სატელევიზიო ვარსკვლავი, თუმცა ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესზეც აქტიურად მუშაობს.
მისი ბრენდი Woods by Jordyn აქცენტს თანამედროვე ქალის გარდერობისთვის შექმნილ აქსესუარებსა და ფეხსაცმელზე აკეთებს. NBA-ის ფინალების პერიოდში სწორედ Tux Clutch Mini იქცა ბრენდის ყველაზე ცნობილ პროდუქტად.
ნიქსის ჩემპიონობის შემდეგ კარლ-ენტონი ტაუნსმა ტელეშოუ Good Morning America-ში ჯორდინ ვუდსის ჩანთაზე ხუმრობით ისაუბრა:
„ეს ჩანთა უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ნივთია, რაც კი ნიუ-იორკს უნახავს. Woods by Jordyn-მა თავისი საქმე შესანიშნავად გააკეთა. ნიუ-იორკს ნამდვილად ბევრი აქვს მისი მადლობის სათქმელი,“ – განაცხადა ტაუნსმა.

მარკეტინგის სპეციალისტების შეფასებით, ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, რაზეც ნებისმიერი ბრენდი ოცნებობს – პროდუქტი, რომელიც ბუნებრივად ხდება ვირუსული, მომხმარებლებს უჩნდებათ მასთან ემოციური კავშირი და გაყიდვებიც ყოველგვარი აგრესიული რეკლამის გარეშე იზრდება.

6 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·