ამ კვირაში საფრანგეთში ოფიციალურად გაიხსნა 2026 წლის კანის კინოფესტივალი — მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გლამურული მოვლენა. ფესტივალის განუყოფელი ნაწილი, ტრადიციულად, მისი ლეგენდარული წითელი ხალიჩაა, სადაც საერთაშორისო კინოს ვარსკვლავები არა მხოლოდ ფილმებს, არამედ სეზონის ყველაზე გამორჩეულ მოდურ ტენდენციებსაც წარმოაჩენენ.
კანის წითელი ხალიჩის პირველივე დღეებმა უკვე მიიპყრო მსოფლიო მედიისა და მოდის კრიტიკოსების ყურადღება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია: მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ფესტივალზე არაერთ დაუვიწყარ მომენტს ვიხილავთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელს, კანის კინოფესტივალზე დრესკოდი გამკაცრდა, ორგანიზატორებმა სტუმრებს მკაფიო წესები დაუწესეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა ოფიციალურად აკრძალეს: ზედმეტად გამჭვირვალე ე.წ. „შიშველი კაბები“, ზედმეტად დიდი შლეიფები, მოცულობითი კოსტიუმები, რომლებიც გადაადგილებას აფერხებს და სპორტული ფეხსაცმელი. მამაკაცებისთვის სავალდებულო გახდა კლასიკური სმოკინგი ან მუქი ოფიციალური კოსტიუმი.
ქვემოთ იხილეთ 2026 წლის კანის კინოფესტივალის ყველაზე გამორჩეული მოდური მომენტები:
-
ბარბარა და დილან სპრაუსები – Miu Miu
-
სარა სამპიო – Miu Miu
-
დემი მური – Gucci
-
შარლ ლეკლერი Giorgio Armani და ალექსანდრა ლეკლერი Paolo Sebastian
-
ნილ ჰ. მორიცი, დონა ლენგლი, მიშელ როდრიგესი, ვინ დიზელი, ჯორდანა ბრიუსტერი და მედოუ უოკერი
-
დემი მური – Jacquemus
-
ჰაიდი კლუმი – Elie Saab
-
მაიკა მონრო –Ashi Studio
-
ჯეინ ფონდა – Gucci
-
ალტონ მასონი – Vivienne Westwood
-
რუთ ნეგა – Dior
-
ვასილი შნაიდერი
-
ნარა ბაპტისტა და ვინსეტ კასელი – Prada
-
აჯა ნაომი კინგი
-
მალგოზია ბელა – Tom Ford

13 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·