#OK! კაილი ჯენერს მესამე თანამშრომელმა უჩივლა – ყოფილი პირადი შეფი ამტკიცებს, რომ მძიმე სამუშაო პირობებში მუცელი მოეშალა

1 month ago 77

კაილი ჯენერი მორიგი სასამართლო დავის წინაშე აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც რეალითი შოუს ვარსკვლავს ორმა ყოფილმა დამლაგებელმა უჩივლა, ახლა სარჩელი მისმა ყოფილმა პირადმა შეფმაც შეიტანა. ქალი ამტკიცებს, რომ გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა და არასათანადო სამუშაო პირობებმა ორსულობის დაკარგვა გამოიწვია.

სარჩელი ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში ორშაბათს შეიტანეს. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი თანამშრომელი კვირაში ხუთი დღე, 11-12 საათიან ცვლებში მუშაობდა. მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობას წინასწარ აცნობა მაღალი რისკის ორსულობის შესახებ და სამუშაო პირობების შესაბამის ადაპტაციას ითხოვდა, მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებას მაინც აიძულებდნენ.

Kylie Jenner Reveals The Truth About Facial Enhancements | HuffPost  Entertainment

ქალის განცხადებით, 2024 წლის დეკემბერში, როდესაც კაილი ჯენერის პირად შეფად დაიწყო მუშაობა, ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სამი თვის ორსული იყო. თუმცა, მისი თქმით, ახალი წლის წინა დღეს მძიმე საკვების დახმარების გარეშე გადატანა დაავალეს, რის შედეგადაც თავი შეუძლოდ იგრძნო, დაეწყო თავბრუსხვევა და სუნთქვის გაძნელება. მისი თქმით, დახმარება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის თებერვალში, როდესაც უკვე ხუთი თვის ორსული იყო, ჯენერის შვილის დაბადების დღის ღონისძიებაზე, პალმ-სპრინგსში, იმუშავა. ქალი ამტკიცებს, რომ ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე საკმარისი დახმარება არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დატვირთვის გამო ხელმძღვანელობას დახმარებას სთხოვდა.

Kylie Jenner's daughter Stormi's custom Chrome Hearts outfit is worth five  figures

მისი თქმით, ღონისძიების შემდეგ ფიზიკურად და ემოციურად იმდენად გადაიღალა, რომ მეორე დილით ძლიერი სისხლდენა დაეწყო და საკუთარი ავტომობილით საავადმყოფოში წავიდა. იქ ექიმებმა აცნობეს, რომ ნაყოფის გულისცემა აღარ ფიქსირდებოდა და ორსულობა შეწყდა.

ყოფილი თანამშრომელი ასევე აცხადებს, რომ ტრაგედიის შემდეგ კვლავ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და დეპრესია განუვითარდა. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა უთხრა: „შეწყვიტე, უბრალოდ შეწყვიტე. კაილის ანერვიულებ და დეპრესიაში აგდებ.“

სარჩელში ყოფილი შეფი კაილი ჯენერსა და მის მენეჯმენტს ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციაში, შევიწროებაში, სამუშაო პირობების დარღვევაში, ხელფასთან დაკავშირებულ დარღვევებსა და უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ კომპანიამ მოგვიანებით ფინანსური შეთანხმება შესთავაზა იმ პირობით, რომ სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანდა.

კაილი ჯენერის წარმომადგენლებს გავრცელებულ ბრალდებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ეს უკვე მესამე სარჩელია, რომელიც ბოლო თვეებში ჯენერის ყოფილი თანამშრომლებისგან შევიდა. მანამდე სასამართლოს ორმა ყოფილმა დამლაგებელმაც მიმართა. ისინი რეალითი შოუს ვარსკვლავს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

Kylie Jenner Reveals What Exactly She Does at the Office (Exclusive)

სრულად წაკითხვა