2026 წლის კანის კინოფესტივალზე ჯეიმს გრეის ახალი კრიმინალური დრამის – Paper Tiger („ქაღალდის ვეფხვი“) პრემიერა გაიმართა, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება არა მხოლოდ ვარსკვლავური მსახიობებით, არამედ ქართული მუსიკითაც მიიქცია.
ფილმში, რომლის მთავარ როლებს ადამ დრაივერი და სკარლეტ იოჰანსონი ასრულებენ, ერთ-ერთ საკვანძო სცენაში ჰამლეტ გონაშვილის შესრულებული „ოროველა“ გაისმა. ფილმის დასრულების შემდეგ ფინალურ ტიტრებში ასევე გამოჩნდა, რომ სიმღერა ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით არის გამოყენებული, რამაც ქართველ და არამარტო ქართველ დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია.

იმის გათვალისწინებით, რომ კანის კინოფესტივალზე პრემიერის მიმდინარეობისას გადაღება აკრძალულია, ქართველმა ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ ფინალური ტიტრების გადაღებასთან ეპიზოდის აუდიოს ჩაწერაც კი შეძლო, სადაც ჰამლეტ გონაშვილის ხმა ისმის.
The Paper Tiger 1990-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და ორი ძმის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც რუსულ მაფიასთან სახიფათო კავშირში აღმოჩნდებიან. ჯეიმს გრეისთვის დამახასიათებელი მძიმე და ემოციური ატმოსფერო ახალ ფილმშიც მკვეთრად იგრძნობა, ხოლო ქართული ფოლკლორის გამოყენებამ ნამუშევარს კიდევ უფრო გამორჩეული განწყობა შესძინა.
ჯეიმს გრეი თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეჟისორად მიიჩნევა. მისი ცნობილი ფილმებია Ad Astra, The Lost City of Z და We Own the Night.


4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·