საფრანგეთის რივიერა ამ დღეებში მსოფლიო კინოსა და მოდის ცენტრადაა ქცეული — კანის კინოფესტივალის მესამე დღე განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა.


კინოფესტივალი ტრადიციულად არა მხოლოდ კინოს, არამედ მაღალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად მსოფლიო ყურადღება წითელი ხალიჩისკენაა მიმართული, სადაც კინოსა და მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი სახეები იყრიან თავს.

დიდი ყურადღება მიიქცია ოთხშაბათს გამართულმა პრემიერამ — მაყურებელმა იხილა ჯეინ შონბრუნის ახალი “Teen Sex and Death at Camp Miasma”.
ფილმში მთავარ როლებს ჰანა ეინბინდერი და ჯილიან ანდერსონი ასრულებენ, ასევე მონაწილეობენ ევა ვიქტორი, ზაკ ჩერი, სარა შერმანი, ჟასმინ სავოი ბრაუნი და ჯეკ ჰეივენი.
პრემიერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით დარბაზში მყოფი მაყურებლის მხრიდან.
ხუთშაბათის პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას დაეთმო -გაიმართა ოსკაროსანი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა.
რეჟისორმა წარადგინა დრამა სახელწოდებით „სამშობლო“, რომელშიც მთავარ როლს სანდრა ჰიულერი ასრულებს. ფილმი ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნიეს, ხოლო პრემიერას გრან ლუმიერის დარბაზში ხუთწუთიანი ოვაციები მოჰყვა.


დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ასგარ ფარჰადის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა იყო — „პარალელური ისტორიები“. ირანელი რეჟისორი კანის ფესტივალზე უკვე არაერთი წარმატებული ნამუშევრით არის ცნობილი, მათ შორის „გამყიდველი“ და „წარსული“.
მისი ახალი ნამუშევარი ფრანგულენოვანი დრამაა, რომელიც პარიზშია გადაღებული და ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. ფილმში მონაწილეობენ იზაბელ იუპერი, ვირჯინი ეფირა, ვენსან კასელი, პიერ ნინი და კატრინ დენევი.
წითელ ხალიჩაზე მათი გამოჩენა ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტად იქცა.


7 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·