#OK! კენდალ და კაილი ჯენერები პარტნიორებთან ერთად პაემანზე შენიშნეს

5 days ago 14

კენდალ ჯენერსა და ჯეიკობ ელორდის შორის ურთიერთობა სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის, ამ ჯერად წყვილი კენდალის დასთან, კაილი ჯენერთან და მის პარტნიორთან ტიმოთი შალამესთან ერთად დააფიქსირეს.

DeuxMoi-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ოთხეული წვეულებიდან გამოსვლის შემდეგ მანქანაში დააფიქსირეს, სადაც ისინი პაპარაცებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ. ჯეიკობი და კენდალი წინა სავარძლებზე ისხდნენ კაილი და ტიმოთი კი მათ მეგობართან ერთად უკანა სავარძლებზე იმალებოდნენ.

PEOPLE-ის წყაროს ცნობით, ორი წყვილი ერთმანეთთან შესანიშნავად ეწყობა. „მათ მსგავსი ხასიათი და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ ერთად დროის გატარება ძალიან ბუნებრივად გამოსდით”.

წყაროს ინფორმაციით, ოსკარის ნომინანტები ტიმოთი შალამე და ჯეიკობ ელორდი ერთმანეთს ჯერ კიდევ მანამდე იცნობდნენ, სანამ კენდალი და ჯეიკობი დაახლოვდებოდნენ. ისინი ხშირად ერთ წრეში მოძრაობდნენ და დაჯილდოების სეზონზეც არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ორივე მსახიობს პოპულარობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აქვს – ისინი ცდილობენ მედიის ზედმეტი ყურადღებისგან თავი შორს დაიჭირონ და ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემით გამოირჩევიან.

კაილი ჯენერი ტიმოთი შალამეს 2023 წლიდან ხვდება და მასთან ერთად ხშირად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე. წყაროს თქმით, მან უკვე კარგად გაიცნო ჯეიკობ ელორდი და მასზე დადებითად არის განწყობილი. „კაილი ბედნიერია, რომ კენდალი მასთან ურთიერთობაშია”.

 Kendall Jenner Jealous of Kylie Jenner as Kids

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ერთად ჰავაიზე შენიშნეს

სრულად წაკითხვა