კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის შესაძლო ურთიერთობაზე საუბარი კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც წყვილი ერთად ჰავაიში გადაიღეს.
პარასკევს პოპულარულმა ინსტაგრამ გვერდმა DeuxMoi-მ გაავრცელა ფოტოები, სადაც 30 წლის მოდელი და 28 წლის ვარსკვლავი კაუაიის კუნძულზე მდებარე Nourish Hanalei-ში ჩანან. DeuxMoi-ს ინფორმაციით, კუნძულზე მყოფმა ფანებმა, რომლებიც წყვილს შემთხვევით შეხვდნენ, აღნიშნეს, რომ ისინი „ერთად ძალიან საყვარლად გამოიყურებოდნენ“.


ინსტაგრამ-ანგარიშის ცნობით, ჯენერმა და ელორდიმ ჰავაიში რამდენიმე დღე გაატარეს. ისინი შენიშნეს ადგილობრივ ყავის მაღაზიაში, ღვინის ბუტიკში და North Shore Preserve Resort-ში. მოგზაურობის შემდეგ წყვილი 14 მაისს უკვე ლოს-ანჯელესშიც ერთად ნახეს.
რომანის შესახებ საუბარი პირველად აპრილში, Coachella-ს ფესტივალზე მათი ერთობლივი გამოჩენის შემდეგ დაიწყო. People-ის წყაროს განცხადებით, ისინი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან და ურთიერთობას მშვიდად ავითარებენ.
„ბოლო რამდენიმე თვეა ერთად ატარებენ დროს და ერთმანეთის უკეთ გაცნობას ცდილობენ,“ – ამბობს წყარო.


ასევე დაგაინტერესებთ
#OK! კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ხვდებიან? – ჰოლივუდში ახალი ვარსკვლავური რომანი იბადება

1 month ago
36







English (US) ·
Georgian (GE) ·