#OK! კვენტინ ტარანტინომ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმები დაასახელა

2 days ago 14

ამერიკელმა კინორეჟისორმა, სცენარისტმა, პროდიუსერმა და მსახიობმა, კვენტინ ტარანტინომ 21-ე საუკუნის ათი საუკეთესო ფილმი დაასახელა. სიის სათავეშია „შავი ქორის დაცემა“. კვენტინის თქმით, რიდლი სკოტის ფილმი გაიძულებთ პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული იყოთ. მისი სანახაობრივი მხარე და ატმოსფერო ფრენსის ფორდ კოპოლას „აპოკალიფსი ახლა“- ს უტოლდება.

Чёрный ястреб» Ридли Скотта — лучший фильм 21 века по версии Квентина Тарантино | КГ-Портал

„სკოტის რეჟისორული ოსტატობა ქებას იმსახურებს“, – აღნიშნა ტარანტინომ.

სიის მეორე ადგილი ამერიკელი სცენარისტის, რეჟისორის, ანიმატორისა და მონტაჟიორის, ლი ანკრიჩის ანომაციას – „სათამაშოების ისტორია 3“-ს ერგო, რომელსაც ტარანტინო „თითქმის იდეალურ ფილმად“ მიიჩნევს.

01 - новости на Tengrinews.kz

მესამე ადგილზე სოფია კოპოლას „თარგმანში დაკარგულებ. ხუთეულში მოხვდა კრისტოფერ ნოლანის „დუნკერკი“ და პოლ ომას ანდერსონის „და იქნება სისხლი“. რეჟისორმა აღიარა, რომ თავდაპირველად, ნოლანის ნამუშევრები არ მოსწონდა, თუმცა შედეგ აზრი შეიცვალა.

Трудности перевода» — главный фильм Софии Копполы

 единственная возможная победа Антон Долин посмотрел самый ожидаемый фильм лета — эпос о Второй мировой войне — Meduza

 Поливая голову нефтью

ათეულში მოხვდნენ დევიდ ფინჩერის „ზოდიაქო“, ტონი სკოტის „შეუჩერებელი“, ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, ედგარ რაიტის „ზომბი, სახელად შონი“ და ვუდი ალენის „შუაღამე პარიზში“.

კვენტინ ტარანტინოს, რომელიც კრიტიკოსებმა „21-ე საუკუნის რეჟისორად“ მონათლეს, 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმებში საკუთარი ფილმები არ შეუყვანია, თუმცა მისი „ცოფიანი ძაღლები“ (1992), „მაკულატურა“ (1994), „მოკალი ბილი“ (2003, 2004), „უსახელო ნაბიჭვრები“ (2009) და ა.შ. მსოფლიოში ცნობილი ფილმებია. ტარანტინოს მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA, ოქროს პალმის რტო, ასევე ემისა და გრემის ჯილდოები.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! კვენტინ ტარანტინოს ტოპ 4 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

სრულად წაკითხვა