#OK! კიმ კარდაშიანისა და ლუის ჰამილტონის რომანი გრძელდება – წყვილი ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებს

4 days ago 28

კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში ზაფხულის არდადეგების ამსახველი ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ოთხ შვილთან ერთად პირველად გამოაჩინა ამჟამინდელი შეყვარებული, ფორმულა 1-ის მრბოლელი, ლუის ჰამილტონი.

ერთ-ერთ ფოტოზე 45 წლის კიმი თავის უმცროს ქალიშვილთან, 8 წლის ჩიკაგოსთან და ჰამილტონთან ერთად ჩანს. კადრებში ასევე ვხედავთ კარდაშიანის სხვა შვილებს — 13 წლის ნორთს, 10 წლის სეინტსა და 7 წლის ფსალმს.

„ზაფხული ტბაზე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად,“ – წერს კიმი.

კარდაშიანისა და ლუის ჰამილტონის ურთიერთობის შესახებ პირველი ხმები მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა, როდესაც წყვილი დიდ ბრიტანეთში შენიშნეს. მალევე 2026 წლის „სუპერბოულსაც“ ერთად დაესწრნენ, რამაც ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ვარაუდები კიდევ უფრო გაამყარა.

წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად აპრილში დაადასტურა.

გასულ თვეში კიმი მონაკოში გაემგზავრა. შეყვარებულები მოგვიანებით ფრანგული რივიერის სანაპიროსთან, იახტაზე დასვენებისას გადაიღეს.

მონაკოს გრან პრიზე მეორე ადგილის დაკავების შემდეგ ჰამილტონმა კიმის მხარდაჭერაზე საჯაროდ ისაუბრა.

„გასაოცარია, რომ ამ შაბათ-კვირას აქ იყო და მხარს მიჭერდა. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამის აღსაწერად. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გვერდით კარგი ადამიანები გყავს.“ — განაცხადა მრბოლელმა.

სრულად წაკითხვა