ამერიკელი კომიკოსი და ყოფილი ,,Late Night Show”-ს წამყვანი კონან ო’ბრაიენი 99-ე ყოველწლიური „ოსკარის“ ცერემონიის წამყვანად ბრუნდება. კინოდაჯილდოება 2027 წლის 14 მარტს ლოს-ანჯელესის Dolby Theatre-ში გაიმართება და ო’ბრაიენისთვის ეს უკვე მესამე წელია, რაც ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს უძღვება.
ინფორმაცია კინოაკადემიამ 12 მაისს ოფიციალურად დაადასტურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმასრულებელი პროდიუსერები რაჯ კაპური და ქეითი მალანიც საკუთარ პოზიციებს შეინარჩუნებენ. აკადემიის შეფასებით, გუნდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში „შთამბეჭდავი, გასართობი და ემოციური შოუები“ შექმნა, ხოლო კონან ო’ბრაიენი კვლავ „ბრწყინვალებითა და იუმორით გაუძღვება კინოს დღესასწაულს“.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(599x0:601x2)/conan-obrien-oscars-021825-1-f1c9a59b782b4959af4fe4f40c4bad40.jpg)
თავად ო’ბრაიენმა წინა ცერემონიაზე იხუმრა კიდეც, რომ მისთვის დიდი პატივი იყო „აკადემიის დაჯილდოების ბოლო ადამიან წამყვანად ყოფნა“, რადგან, მისი თქმით, „შემდეგ წელს სცენაზე შესაძლოა ტაქსის-რობოტი Waymo გამოჩნდეს სმოკინგით“. Disney Television Group-ის პრეზიდენტის, კრეიგ ერვიჩის თქმით, ო’ბრაიენმა „ცერემონიას განსაკუთრებული ენერგია შესძინა და თავისი უნიკალური კომედიური ხმა ჰოლივუდის ყველაზე დიდ საღამოს ერთ-ერთ ყველაზე გასართობ მოვლენად აქცია“.
კონან ო’ბრაიენის დაბრუნება სტაბილურობას უზრუნველყოფს იმ პერიოდში, როცა „ოსკარები“ მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. კინოაკადემიამ ახლახან დაანონსა ახალი წესები, რომლის მიხედვითაც მსახიობებს ერთსა და იმავე ნომინაციაში ერთზე მეტი ფილმით წარდგენა შეეძლებათ, ხოლო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნამუშევრები ნომინაციებში აღარ დაიშვება.

ცვლილებები შეეხო ცერემონიის ადგილსაც – 2027 წელი იქნება ერთ-ერთი ბოლო, როცა დაჯილდოება ისტორიულ Dolby Theatre-ში გაიმართება. 2029 წლიდან „ოსკარები“ ლოს-ანჯელესის Peacock Theater-ში გადაინაცვლებს, რითაც დასრულდება 2002 წლიდან არსებული პარტნიორობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მაუწყებლობას უკავშირდება: 2029 წლის, 101-ე „ოსკარი“ ისტორიაში პირველად აღარ გავა ტრადიციულ ტელევიზიაში. კინოაკადემიამ YouTube-თან მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა, რაც, მათი განცხადებით, ცერემონიას მსოფლიოს ყველაზე ფართო აუდიტორიამდე მიიყვანს. 2027 წლის „ოსკარები“ პირდაპირ ეთერში ABC-სა და Hulu-ზე გადაიცემა.


17 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·