#OK! კორეული კოსმეტიკის ბუმი საქართველოში – რატომ გახდა K-beauty თავის მოვლის ახალი სტანდარტი

1 day ago 5

ბოლო წლებში კორეული თავის მოვლის კულტურა მსოფლიო მასშტაბით ნამდვილ ტრენდად იქცა – საქართველოც ამ ტალღის ერთ-ერთი აქტიური ნაწილი გახდა. „K-beauty“-ად ცნობილი მოვლის სისტემა, რომელიც კანის მრავალსაფეხურიან წმენდას, ღრმა დატენიანებასა და ნაზ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფორმულებს ეყრდნობა, უკვე ყოველდღიური რუტინის ნაწილი ხდება.

საქართველოში კორეული კოსმეტიკის პოპულარობა სოციალური ქსელების გავლენით გაიზარდა. დღეს უკვე თბილისსა და ბათუმში რამდენიმე მსხვილი მაღაზია და ონლაინ პლატფორმა მუშაობს, რომლებიც ოფიციალურ და ორიგინალურ პროდუქციას სთავაზობენ მომხმარებელს.

COSRX

COSRX ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კორეული skincare ბრენდია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. მისი სახელწოდება ორი სიტყვიდან მოდის — Cosmetics + RX (prescription), რაც პირდაპირ მიუთითებს ბრენდის კონცეფციაზე: ეფექტური, მიზნობრივი და „დერმატოლოგიურ სტილზე“ დაფუძნებული კანის მოვლა.

COSRX ძირითადად ის ადამიანები იყენებენ, რომელთაც აწუხებთ:

  • აკნე და პრობლემური კანი
  • ცხიმიანი ან კომბინირებული კანი
  • გაფართოებული ფორები
  • არათანაბარი კანის ტექსტურა
  • მგრძნობიარე კანი, რომელიც რეაგირებს აგრესიულ პროდუქტებზე

თუმცა ბრენდის ხაზებში ასევე არსებობს დამატენიანებელი და ანტი-ასაკობრივი პროდუქტებიც.

Beauty of Joseon

საქართველოში ბრენდის მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წლიდან, როცა K-beauty პროდუქტები უფრო ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი ონლაინ მაღაზიებსა და skincare ბუტიკებში.

ბრენდი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ადამიანებში, ვისაც აქვს:

  • მუქი ლაქები და პიგმენტაცია
  • არათანაბარი კანის ტონი
  • მგრძნობიარე კანი
  • დეჰიდრატირებული, „დაღლილი“ კანი
  • მზის დაზიანების ნიშნები

თუმცა მისი მსუბუქი ფორმულების გამო, ის იდეალურია ყოველდღიური მოვლისთვისაც.

Laneige

Laneige ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრემიუმ კორეული ბრენდია, რომელიც კანის ინტენსიურ დატენიანებაზე ზრუნავს.

მისი Water Science ტექნოლოგია მიზნად ისახავს კანის ღრმა დატენიანებას და წყლის ბალანსის აღდგენას. ბრენდის ყველაზე ცნობილი პროდუქტია Lip Sleeping Mask.

Skin1004

ბრენდი 2012 წელს, სამხრეთ კორეაში დაარსდა. მაშინ, როცა ბევრი კოსმეტიკური ხაზი რთულ, მრავალკომპონენტიან ფორმულებს ქმნიდა, Skin1004-ი საპირისპირო ფილოსოფიას მისდევს  — „რაც ნაკლებია ინგრედიენტი, მით უფრო სუფთაა შედეგი“.

ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება სწორედ მისი მთავარი ინგრედიენტია – ბრენდი იყენებს მადაგასკარის ველური ცენტრელა.

იგი ერთ-ერთი ყველაზე კვლევადი მცენარეა დერმატოლოგიაში და გამოიყენება როგორც:

  • კანის ბარიერის აღმდგენი
  • ჭრილობების და გაღიზიანების დამამშვიდებელი
  • სიწითლის შემცირების საშუალება
  • აკნეს შემდგომი კვალის შესამსუბუქებელი

მისი მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურად ითვლება მგრძნობიარე, რეაქტიულ და აკნესკენ მიდრეკილ კანზე.

Innisfree

ბრენდის კონცეფცია ბუნებასა და კანის მოვლას შორის ბალანსს ეფუძნება. ის იყენებს მწვანე ჩაის, ვულკანურ თიხას და მცენარეულ ექსტრაქტებს.

მისი პროდუქტები გამოიყენება:

  • ცხიმიანი კანის კონტროლისთვის
  • ფორების შემცირებისთვის
  • მსუბუქი ყოველდღიური მოვლისთვის
Dr. Jart+

Dr. Jart+ ხშირად მოიხსენიება როგორც „derma-cosmetics pioneer“ — ბრენდი, რომელმაც K-beauty-ში დერმატოლოგიური მიმართულება გააძლიერა.

ბრენდის მთავარი ფოკუსი კანის ბუნებრივი ბარიერის დაცვა და აღდგენაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში, სადაც დაბინძურება, სტრესი და არასწორი skincare რუტინა კანის მგრძნობელობას ზრდის.

Missha

Missha-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი კოსმეტიკის ინდუსტრიაში  BB cream-ის გლობალური პოპულარიზაციაა.

დღეს ბრენდი უკვე K-beauty ინდუსტრიის „კლასიკად“ ითვლება – ინარჩუნებს ტრადიციულ მომხმარებლებს და ამავდროულად აგრძელებს განვითარებას ახალი skincare ტრენდების მიმართულებით.

Missha-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტი-ასაკობრივი ხაზია Time Revolution Line. მისი მთავარი დანიშნულებაა:

  • კანის ტექსტურის გაუმჯობესება
  • ნაოჭების შემცირება
  • კანის ელასტიურობის გაზრდა
Some By Mi

ბრენდი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ადამიანებში, ვისაც აქვს აკნე, გაფართოებული ფორები, ცხიმიანი კანი ან არათანაბარი ტექსტურა. ასუფთავებს, ამშვიდებს და ასწორებს კანის ზედაპირს.

Round Lab

მისი მსუბუქი ფორმულა იდეალურია მათთვისაც, ვინც skincare რუტინას ახლა იწყებს და უსაფრთხო პროდუქტებს ეძებს. ბრენდი ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა.

ბრენდისთვის გარდამტეხი იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტის — Birch Juice Moisturizing Sunscreen-ის — ვირუსული გავრცელება. ეს SPF კრემი სწრაფად გახდა TikTok-ის ფავორიტი, რადგან აერთიანებს რამდენიმე თვისებას ერთ პროდუქტში: მსუბუქ ტექსტურას, მაღალ დაცვას და კანის დატენიანებას.

Purito

Purito ძირითადად ორიენტირებულია კანის ბარიერის დაცვასა და აღდგენაზე. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მგრძნობიარე კანის მოვლა — განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს სიწითლე და გაღიზიანება.

ბრენდი განსაკუთრებით ცნობილია თავისი SPF პროდუქტებითა და დამამშვიდებელი ხაზებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Daily Go-To Sunscreen, რომელიც გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურით და ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტული ფორმულით.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ,,ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და აკნესგან გამათავისუფლა” – როზი ჰანტინგტონ უიტლი

#OK! KANI SKIN – ქართული ბრენდი მომხმარებელს ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს

სრულად წაკითხვა