ესთეტიკური მედიცინა და კოსმეტოლოგია ყოველდღიურად ვითარდება, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნაც, საკუთარ თავში შევცვალოთ ის, რაც მანამდე არ მოგვწონდა და დისკომფორტს გვიქმნიდა. ჟურნალი OK! გაგაცნობთ კოსმეტოლოგ ხათო ჯუმუტიას, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ სფეროში საქმიანობს და ფეხს უწყობს ყველა სიახლესა და ტენდენციას. მუდმივად იღრმავებს ცოდნას საკუთარ პროფესიაში და სამომავლოდაც უამრავი გეგმა აქვს. მისი მიღებული შედეგები არასოდეს ტოვებს მომხმარებელს უკმაყოფილოს. მთავარი მიზანიც სწორედ ესაა – პაციენტებისთვის სასაურველი შედეგის მიღება და მათთვის ბედნიერების მინიჭება.
უპირველესად. გაგვეცანით.
მივესალმები OK!-ის მკითხველს. მე ვარ ხათო ჯუმუტია აფხაზეთიდან. პროფესიით კოსმეტოლოგი და უკვე მრავალი წელია, ამ სფეროში აქტიურად ვსაქმიანობ. გარდა ამისა, გავხსენი საკუთარი კლინიკა – BEAUTY AESTHETIC Dr. KHATO JUMUTIA, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ვმასპინძლობ ჩემს პაციენტებს.
გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
ჩემი საქმიანობა ეფუძნება მომხმარებლის კანის სიჯანსაღისა და სილამაზის გაუმჯობესებას. ყოველდღიურად ვეხმარები ადამიანებს მათი კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში შესაბამისი პროცედურებისა და ინდივიდუალური მიდგომის მეშვეობით.
როდის დაინტერესდით პირველად კოსმეტოლოგიით და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
სამედიცინო სფეროთი ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული, თავდაპირველად დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ ორი აკადემია. მოგვიანებით კი გავიარე დამატებითი სპეციალიზებული კურსები და ვიმუშავე სხვადასხვა კლინიკასა და სილამაზის ცენტრში, რაც საშუალებას მაძლევდა, მუდმივად განვვითარებულიყავი.
რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს ფართო სპექტრის მომსახურებას, მათ შორის:
- ღრმა წმენდა და კანის მოვლა
- ანტიასაკობრივი პროცედურები
- მეზოთერაპია
- პილინგები
- ბიორევიტალიზაცია
- პლაზმოთერაპია
- ბოტულინოთერაპია
გვესაუბრეთ თქვენს მიდგომებზე.
ჩემთვის ყველაზე მთავარი მომხმარებლის კომფორტი და უსაფრთხოებაა. თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურ გეგმას ვთავაზობ, რომელიც ეფუძნება მათი კანის ტიპს, მდგომარეობასა და საჭიროებებს.
რომელია დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროცედურები და როგორია ზოგადი ტენდენციები კოსმეტოლოგიაში?
დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროცედურებია:
- ბოტულინოთერაპია
- ბიორევიტალიზაცია
- პილინგები კანის გასანათებლად
- სახის მოდელირება
ზოგადი ტენდენციები უფრო მეტად ბუნებრივი და მინიმალისტური კანის მოვლისკენ არის მიმართული. ადამიანები არჩევენ ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმას ინვაზიური მეთოდების ნაცვლად.
რამდენად რთულია პირადი ცხოვრებისა და პროფესიის ერთმანეთთან დაბალანსება?
ვფიქრობ, თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია პირადი ცხოვრებისა და პროფესიის ერთმანეთთან დაბალანსება. ორივე მათგანი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ოჯახი მუდმივ ყურადღებას, ხოლო პროფესია უწყვეტ რეჟიმში განვითარებას. ჩემს შემთხვევაში მეუღლეს დიდი ხნის წინ დავშორდი და ეს რთული პერიოდიც განსაკუთრებით მაშინ იდგა, როდესაც ჩემი შვილი პატარა იყო, თუმცა ახლა დიდი ბიჭია და მეც შედარებით მეტი დრო მაქვს, რომ პროფესიულად განვვითარდე.
სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.
სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი საქმიანობის გაფართოებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც საშუალებას მომცემს, მომხმარებლებს უკეთესი შედეგები შევთავაზო. ასევე, მსურს პროფესიული ცოდნის გაღრმავება საერთაშორისო სემინარებში მონაწილეობით.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი