#OK! კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია

2 days ago 27

კრისტი ყიფშიძემ Adolfo Domínguez-ის ცნობილი წითელი კაბა მოირგო, რომელიც ესპანეთის დედოფალს ლეტიციას 2026 წლის FIFA World Cup-ის ფინალზე ეცვა. გამორჩეულმა ლუქმა საერთაშორისო მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო, დღეს კი სწორედ ეს წითელი კაბა საქართველოში ექსკლუზიურად თბილისი აუთლეტ ვილიჯშია ხელმისაწვდომი.

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია წლების განმავლობაში ატარებდა ესპანური ბრენდის Adolfo Domínguez-ის სამოსს. მისი დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინი და მუდმივად აქტუალური სილუეტები ბრენდის ერთ-ერთ მთავარ ხელწერად იქცა, რის გამოც Adolfo Domínguez დედოფლის გარდერობის გამორჩეულ ნაწილად იქცა.

1970-იანი წლების დასაწყისში დაარსებული ესპანური ბრენდი Adolfo Domínguez გამოირჩევა მაღალი ხარისხის, ბუნებრივი და ეკომეგობრული მასალების გამოყენებით. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდგრად წარმოებასა და გარემოზე ზრუნვას, რაც მისი ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საქართველოში Adolfo Domínguez პირველად 2025 წელს გაიხსნა, ესპანური ბრენდის კოლექცია ექსკლუზიურად მხოლოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯშია ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს საშუალება აქვთ აღმოაჩინონ ბრენდის საკულტო მოდელები, მათ შორის სწორედ ის წითელი კაბა, რომელიც ესპანეთის დედოფალმა ლეტიციამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მოირგო.

კაბის შეძენა თბილისი აუთლეტ ვილიჯში 654 ლარად არის შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ექსკლუზიურ კოლექციასთან ერთად აუთლეტის ფასდაკლებითაც ისარგებლონ.

აუთლეტ ვილიჯი თბილისის ცენტრიდან დაახლოებით 30 წუთის სავალზე მდებარეობს და საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებს, გასტრონომიულ სივრცეებსა და ღია სივრცეში შოპინგის გამოცდილებას აერთიანებს. თბილისი აუთლეტ ვილიჯში მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში 30%-დან 70%-მდე მუდმივი ფასდაკლებები ელოდებათ.

სრულად წაკითხვა