კარგი იქნება, თუ დღესასწაულების მნიშვნელობაზე დავფიქრდებით ხოლმე. რას ნიშნავს 1 ივნისი და ბავშვთა უფლებების დაცვა?
ვაძლევთ თუ არა ბავშვებს არა მხოლოდ არსებობის, არამედ ღირსეული ცხოვრების უფლებას? საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვა კანონის დონეზე გათვალისწინებულია, თუმცა რეალური ცხოვრება უფრო მკაცრ კითხვებს სვამს.
ბავშვი არ არის „პატარა დიდებული ადამიანი“, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, სიმშვიდე და ყურადღება. სწორედ აქ იწყება საზოგადოების ნამდვილი გამოცდა.
საქართველოში დღემდე არსებობენ ბავშვები, რომლებიც:
არიან ძალადობის მსხვერპლი საკუთარ ოჯახში;
ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას;
ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში;
არ აქვთ წვდომა ფსიქოლოგიურ დახმარებაზე;
იზრდებიან მუდმივი სტრესისა და კონფლიქტის გარემოში.
არიან ბავშვები, ვინც ჯართის შეგროვებას, უპასუხისმგებლო მშენებლობებსა და ახალრეაბილიტებულ პარკებს ეწირებიან.
UNICEF-ის ერთ-ერთ ანგარიშში წერია: „ბავშვს, რომელსაც არ უსმენენ, თანდათან სჯერა, რომ მისი ხმა მნიშვნელობას კარგავს“. საზოგადოებასაც იგივე ემართება – ნელ-ნელა ვიჯერებთ, რომ ჩვენი ხმა არ ისმის.
ეს კი მხოლოდ სოციალური პრობლემა აღარ არის, ეს სულიერი კრიზისიცაა.
თუ ქვეყანაში ბავშვები დაუცველები არიან, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება სულიერადაც ავად არის.
მიეცით წამალი ბავშვებს! ეს სიტყვები წლევანდელ 1 ივნისს ლაიტმოტივად გასდევს და დიუშენის უიშვიათესი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში დგანან საკუთარი შვილებისთვის იმ მცირე შანსის მოთხოვნით, რაზეც ვიღაც კაცმა თქვა, ძვირიაო.
ბავშვები სწორედ იმ სამყაროს აშენებენ, რომელიც მათ ჩვენ დავუტოვეთ.
სიყვარულით,
მაიკო წერეთელი
ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ჩაცმულობა: Gogia by Georgia

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·