2025 წლის მაისში, როდესაც მედია ჰანოიში ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჯიტ მაკრონს, ელოდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავის კარის გახსნისას კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, სადაც პირველი ლედი ხელს პრეზიდენტის სახისკენ წევს – ჟესტი, რომელიც საზოგადოების ნაწილმა „სილის გაწვნის“ მსგავს მოძრაობად აღიქვა.

თავდაპირველად პრეზიდენტის გარემოცვამ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის შესაძლო მანიპულაციადაც კი მოიხსენია, მოგვიანებით კი უარყო ნებისმიერი ოჯახური კონფლიქტი და განმარტა, რომ ეს მხოლოდ წყვილისთვის დამახასიათებელი ხუმრობანარევი კინკლაობა იყო. მიუხედავად ამისა, Paris Match-ის ჟურნალისტმა ფლორიან ტარდიფმა საკუთარ წიგნში „თითქმის იდეალური წყვილი“ – ინციდენტის ახალი ვერსია გააჟღერა. ჟურნალისტის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტს რამდენიმე თვის განმავლობაში „პლატონური ურთიერთობა“ ჰქონდა ირანელ მსახიობ გოლშიფთე ფარაჰანისთან. „ეს ინფორმაცია მათ გარემოცვაში არაერთხელ დამიდასტურეს,“ – განაცხადა მან. მისი წყაროების თქმით, გაცვლილი შეტყობინებები გარკვეულ ეტაპზე საკმაოდ პირადულიც გახდა და შეიცავდა ფრაზებს, როგორიცაა: „ძალიან ლამაზი მგონიხართ“.
ტარდიფის თქმით, სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია დაძაბულობა პრეზიდენტსა და პირველ ლედის შორის და საბოლოოდ გადაიზარდა იმ სცენაში, რომელიც საჯარო გახდა. მისი ვერსიით, ვიეტნამში ჩასვლის წინ თვითმფრინავში სერიოზული კამათი მოხდა მას შემდეგ, რაც ბრიჯიტ მაკრონმა პრეზიდენტის ტელეფონში გოლშიფთე ფარაჰანისგან მიღებული შეტყობინება ნახა.
ბრიჯიტ მაკრონის გარემოცვამ ფრანგულ ჟურნალ Le Parisien-თან კატეგორიულად უარყო, რომ აღნიშნული ჟესტი ირანელ მსახიობთან იყო დაკავშირებული და ასევე აღნიშნა, რომ პირველი ლედი არასოდეს ამოწმებს მეუღლის ტელეფონს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბრიჯიტ მაკრონმა თავად ავტორთანაც მკაფიოდ უარყო ეს ვერსია, თუმცა ეს განმარტება წიგნში არ გამოქვეყნებულა.

ვიდეოს გავრცელების დროს პრეზიდენტის გარემოცვა უკვე უარყოფდა კონფლიქტის არსებობას. „ეს იყო მომენტი, როდესაც პრეზიდენტი და მისი მეუღლე ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე უბრალოდ ხალისობდნენ,“ – აცხადებდა მაკრონის ერთ-ერთი ახლობელი. მისი თქმით, პრეზიდენტს ხშირად უყვარს მსგავსი ხუმრობები ოფიციალური ღონისძიებების წინ, ხოლო ბრიჯიტ მაკრონი ასეთ სიტუაციებზე ყოველთვის მსგავსად რეაგირებს.
„მე და ჩემი მეუღლე უბრალოდ ვხუმრობდით, როგორც ხშირად ხდება,“ – განაცხადა თავად ემანუელ მაკრონმაც და კატეგორიულად უარყო ნებისმიერი „ოჯახური სცენა“.
ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები 2007 წელს დაქორწინდნენ. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ემანუელ მაკრონი ამიენში ბრიჯიტის მოსწავლე იყო – ის მის სკოლაში თეატრის მასწავლებლად მუშაობდა. წყვილის ასაკობრივმა სხვაობამ და სიყვარულის ისტორიამ თავიდანვე დიდი საჯარო ინტერესი გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ისინი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გამორჩეულ პოლიტიკურ წყვილად იქცნენ.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(999x0:1001x2)/emmanuel-brigitte-macron-3-c865606bafe740e1aa6453f1389a3f6b.jpg)

12 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·