#OK! მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწინების უცნობი ფოტოები 

8 hours ago 3

სასექსის ჰერცოგინიამ Instagram-ზე მათი 2018 წლის ქორწილიდან აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოები გააზიარა, რითაც წყვილმა ქორწინების მერვე წლისთავი აღნიშნა. შავ-თეთრ და კულუარულ კადრებში ჩანს ემოციური მომენტები როგორც ოფიციალური ცერემონიიდან, ისე დახურული after-party-დან Frogmore House-ში.

რვა წლის შემდეგაც კი, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სამეფო ქორწილი ისევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად თანამედროვე მონარქიის ისტორიაში. წყვილმა თაყვანისმცემლებს სრულიად ახალი, აქამდე უცნობი კადრები აჩვენა.

ახალმა ფოტოებმა სოციალურ ქსელებში უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია – ნაწილი მომხმარებლებისა მათ „რეალურ სიყვარულის ისტორიას“ უწოდებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჰარი და მეგანი პირად ცხოვრებას საზოგადოებრივი იმიჯის გასაკონტროლებლად და საკუთარი ბრენდის გასაძლიერებლად ძალიან გააზრებულად იყენებენ.

ფოტოებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პირველმა ცეკვამ, კადრებმა, სადაც ელტონ ჯონი ქორწილზე ასრულებს მუსიკას, ასევე ინტიმურმა მომენტებმა, რომლებიც საზოგადოებას აქამდე არასოდეს უნახავს.

2018 წლის 19 მაისს, Windsor Castle-ის წმინდა გიორგის ტაძარში გამართული ქორწილი მსოფლიო მასშტაბით თითქმის 2 მილიარდმა ადამიანმა ნახა. მაშინ ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი. ცერემონიას ესწრებოდნენ Oprah Winfrey, George Clooney, Serena Williams, David Beckham და Victoria Beckham.

მეგანის მინიმალისტური Givenchy-ის საქორწილო კაბა მაშინვე მოდის ისტორიის ნაწილად იქცა, ხოლო საღამოსთვის მან Stella McCartney-ის თეთრი silk gown აირჩია – სწორედ ამ ლუქშია გადაღებული წყვილის ყველაზე რომანტიკული ახალი ფოტოებიც.

თუმცა, ზღაპრული ქორწილის მიღმა ყველაფერი იდეალური არ ყოფილა. ბოლო წლებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგანი ქორწილის წინა დღეებში ძლიერ სტრესს განიცდიდა. თავად ჰარიმ გაიხსენა, რომ ერთ მომენტში მეგანი აბაზანის იატაკზე ტირილისას ნახა – სამეფო პროტოკოლისა და მედიის ზეწოლის ფონზე.

ქორწილიდან ორი წლის შემდეგ წყვილმა სამეფო მოვალეობები დატოვა და ცხოვრება კალიფორნიაში გააგრძელა. მიუხედავად ამისა, მათი ურთიერთობა და სამეფო ოჯახის მიმართ დამოკიდებულება კვლავ საზოგადოების მუდმივი ინტერესის საგანია.

სრულად წაკითხვა