ორგზის „ოსკარის“ მფლობელი მსახიობი 2026/27 სასწავლო წლის განმავლობაში სენტ კეტრინის კოლეჯში ,,თანამედროვე თეატრს’’ ასწავლის.
მიწვეული პროფესორის პოზიცია ოქსფორდის უნივერსიტეტში 1990 წელს კამერონ მაკინტოშის მიერ დაარსდა. დანიშვნის შესახებ საუბრისას ბლანშეტმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელის ამ შემოქმედებითი თავგადასავლის დაწყებას“:
„მიწვეული პროფესორის სტატუსი ჩემთვის უნიკალური შესაძლებლობაა, პირდაპირი და აქტიური შემოქმედებითი დიალოგი მქონდეს მოაზროვნეთა და შემოქმედთა ახალი თაობის წარმომადგენლებთან,“ – განაცხადა ავსტრალიელმა ვარსკვლავმა.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(688x368:690x370)/Cate-Blanchett-tout-1-090924-bbf6f3d412fb4f5da33efa588029821e.jpg)
ქეით ბლანშეტს კარიერის განმავლობაში ორი „ოსკარი“ აქვს მიღებული – პირველად კეტრინ ჰეპბერნის განსახიერებისთვის ფილმში The Aviator, ხოლო მეორედ ვუდი ალენის ფილმში Blue Jasmine შესრულებული როლისთვის.
57 წლის მსახიობმა ფართო პოპულარობა 1998 წლის ფილმ Elizabeth-ში დედოფალ ელიზაბეტ I-ის როლის შესრულებით მოიპოვა. მოგვიანებით კი ითამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა The Lord of the Rings, Ocean’s 8, Carol, Notes on a Scandal და Tár.

როგორც თანამედროვე თეატრის კამერონ მაკინტოშის სახელობის მიწვეული პროფესორი, ბლანშეტი ერთი წლის განმავლობაში ლექციებს ჩაატარებს და აქტიურად ითანამშრომლებს როგორც სტუდენტებთან, ისე უნივერსიტეტის ფართო საზოგადოებასთან.
„ხელოვნება ანგრევს ჩვენი წარმოსახვის საზღვრებს, სვამს კითხვებს, ხოლო მასთან თამაში და მისი გაანალიზება აფართოებს და გამოწვევას უქმნის ჩვენს დღევანდელ რეალობას,“ – აღნიშნა მან.
„შემოქმედებითი საქმიანობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, ემოციები იდეებად მექცია და ახალი ხედვებისკენ მიმავალი გზები მეპოვა.“

თეატრალური პროდიუსერი და თეატრების მფლობელი სერ კამერონ მაკინტოში, რომელმაც ეს პროფესორული პოზიცია დააარსა, ამბობს, რომ მოხარულია, ბლანშეტმა ამ როლის შესრულებაზე თანხმობის განაცხადებით:
„დარწმუნებული ვარ, მისი გამორჩეული კარიერა, როგორც მსახიობისა და პროდიუსერის, თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში, ოქსფორდის სტუდენტებისთვის დიდი შთაგონების წყარო იქნება,“ – განაცხადა მან.


2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·