18 ივლისს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის — ნელსონ მანდელას დაბადების დღე აღინიშნება. სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის.
მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, გთავაზობთ ნელსონ მანდელას ყველაზე ცნობილ და შთამაგონებელ გამონათქვამებს.

“განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლითაც შეგიძლია შეცვალო მსოფლიო.”
“ყოველთვის შეუძლებლად გეჩვენება, სანამ არ გააკეთებ.”
“ფულს არ ძალუძს შექმნას წარმატება, რომელსაც თავისუფლება უზრუნველყოფს.”
“გამარჯვებული არის მეოცნებე, რომელიც არასდროს ნებდება.”
“თუ გსურს მტერთან მშვიდობის დამყარება, აუცილებელია მასთან თანამშრომლობა. მხოლოდ ასე შეიძლება ის შენი პარტნიორი გახდეს.”
“თავისუფლება ვერ იქნება ნაწილობრივი.”
“თუ არსებობს ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ენით აუწერელი დანაშაულები ჩაიდინა, ესაა ამერიკის შეერთებული შტატები.”
#OK! ყველაზე ცნობილი გამონათქვამები თავისუფლებაზე

“მე არ ვიყავი მესია, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ლიდერად აქცია.”
“ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, თამამად შემიძლია ვაღიარო შეცდომა.”
“არც ერთხელ რომ არ დაეცემი, ეს არ არის ყველაზე დიდი დამსახურება ცხოვრებაში ─ მთავარია, ყოველი დაცემისას წამოდგე.”
“უპირველეს ყოველისა აუცილებელია საკუთარ თავთან იყო მართალი. ვერასდროს მოიპოვებ გავლენას საზოგადოებაზე, თუკი თავად არ შეცვლილხარ. დიადი მშვიდობისმყოფელები პატიოსანი, მართალი, მაგრამ თავმდაბალი ადამიანები არიან.”
“ამბობენ, არავინ იცნობს ერს იქამდე, სანამ მის საპყრობილეში არ მოხვდება. ერი იმის მიხედვით უნდა განვსაჯოთ, თუ როგორ ეპყრობა არა მაღალი, არამედ ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს.”
“გავითავისე, რომ გამბედაობა შიშის არ არსებობა კი არა, მისი დამარცხებაა. მამაცია არა ის, ვისაც შიშის გრძნობა არ აქვს, არამედ ის, ვინც ამ გრძნობას დაამარცხებს.”
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! სალვადორ დალის ყველაზე პოპულარული ნახატები და გამონათქვამები!

2 weeks ago
33







English (US) ·
Georgian (GE) ·