#OK! ნინი ნუცუბიძე Billboard Women in Music – ის ნომინანტთა სიაშია!

2 months ago 42

ქართველი მომღერალი ნინი ნუციბიძე Billboard Georgia-მ საერთაშორისო პროექტზე Billboard Women in Music-ში წარადგინა და ნომინანტთა სიაში მოხვდა. ამის შესახებ მომღერალმა, EuroNews-ის ეთერში ისაუბრა:

„სიმართლე რომ გითხრათ, გუშინდელი ამბავია და რაღაცნაირად ვერ მოვასწარი ამ ამბავის გააზრება. მგონია რომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელივანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც, საქართველოა ესეთ საერთაშორისო პროექტზე მოხვედრა. მინდა მადლობა გადავუხადო Billboard Georgia-ს რომელმაც წარმადგინა ამ პროექტში. ვფიქრობ რომ ძალიან დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეს ჩემთვის. უკვე საკმაოდ დიდი და მსხვილი კომპანიებისგან გვაქვს შემოთავაზებები, რისთვისაც ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მარიამ ბოლქვაძეს რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას!“ 

მან ასევე აღნიშნა, რომ ნომინანტობა მისთვის უკვე გამარჯვების ტოლფასია:

„რა თქმა უნდა, გამარჯვებას ველოდები და ძალიან გამიხარდება, თუმცა ამ პროექტში ნომინანტობა ჩემთვის უკვე გამარჯვებაა!“

სრულად წაკითხვა