#OK! „ორი თვეა ვტირი“ – ემოციური ჯენიფერ ლოპესი შვილის გამოსაშვებ ცერემონიაზე

1 week ago 11

ჯენიფერ ლოპესისთვის ბოლო დღეები განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. მომღერალი და მსახიობი თავისი შვილის, მაქსის საშუალო სკოლის დამთავრების ცერემონიას დაესწრო.

ვარსკვლავი ამ მნიშვნელოვან დღეს ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მისი მშობლები, გვადალუპე როდრიგესი და დევიდ ლოპესი, ასევე ოჯახის  მეგობრები და მაქსის ტყუპისცალი, ოსკარი.

მაქსი და ოსკარი ჯენიფერ ლოპესისა და მარკ ენტონის შვილები არიან. წყვილი 10-წლიანი ქორწინების შემდეგ, 2014 წელს დაშორდა, თუმცა შვილების აღზრდაში ორივე აქტიურად იყო ჩართული.

ცოტა ხნის წინ ლოპესმა ღიად ისაუბრა იმ ემოციებზე, რომლებიც შვილების სკოლის დამთავრებას ახლავს. მისი თქმით, ამ ეტაპის მოახლოებამ განსაკუთრებით მგრძნობიარე გახადა.

„ორი თვეა ვტირი,“ — აღიარა ვარსკვლავმა სატელევიზიო ინტერვიუში.

ლოპესის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შვილებმა საკუთარი გზა იპოვონ და ისეთი ცხოვრება შექმნან, როგორსაც თავად ისურვებენ.

„მინდა, ბედნიერები იყვნენ, წავიდნენ იქ, სადაც სურთ და აკეთონ ის, რაც უყვართ,“ — თქვა მან.

სრულად წაკითხვა