პამელა ანდერსონი Vogue Australia-ს აგვისტოს ნომრის გარეკანზე გამოჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი გამოცემასთან ინტერვიუში კარიერის ახალ ეტაპზე, კინოს სამყაროში დაბრუნებასა და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც მისთვის ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.

მსახიობი აღნიშნავს, რომ ბოლო წლები მისთვის გამორჩეული იყო. 2022 წელს ანდერსონმა ბროდვეის სცენაზე პირველად ითამაშა და მიუზიკლ Chicago-ში როქსი ჰარტის როლი შეასრულა. მოგვიანებით კი ჯია კოპოლას ფილმში The Last Showgirl გამოჩნდა და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაც მიიღო.
„უბრალოდ ძალიან გამიმართლა. ბროდვეიდან და The Last Showgirl-მდე ძალიან საინტერესო გზა გავიარე“, – ამბობს ანდერსონი.

მსახიობს წინ კიდევ რამდენიმე ახალი კინოპროექტი ელოდება. მათ შორისაა მაიკლ სერას სარეჟისორო დებიუტი Love Is Not the Answer, ფილმი Pruning Roses, სადაც ის კალუმ ტერნერთან ერთად ითამაშებს, ასევე კრიმინალური დრამა The Queen of the Falls, გაი პირსის მონაწილეობით.
ანდერსონი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ისეთ პროექტებს ირჩევს, რომლებიც მისთვის საინტერესოა და პროფესიულ გამოწვევას წარმოადგენს.

„საქმე იმაში არ არის, რომ ყველაფრის გაკეთება მინდა, რასაც შემომთავაზებენ. უბრალოდ მსურს, საკუთარი თავი გამოვცადო და დავრწმუნდე, რომ კინოს სამყაროში კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.”
Vogue Australia-სთან ინტერვიუში ანდერსონმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წლების განმავლობაში საზოგადოება ძირითადად მის კარიერასა და ვარსკვლავურ იმიჯს იცნობდა, თუმცა ცხოვრებაში ბევრი ისეთი დეტალი არსებობდა, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის უცნობი იყო.

მათ შორისაა მისი სიყვარული მებაღეობისა და კულინარიის მიმართ. მსახიობის თქმით, სწორედ ამ განსხვავებული მხარის დანახვაში დაეხმარა მას ვაჟი, ბრენდონი.
„ჩემმა ვაჟმა მითხრა: „დედა, არავინ იცის, რომ მებაღე ხარ. არავინ იცის, რომ საჭმელს ამზადებ“, – გაიხსენა ანდერსონმა.
ამბობს, რომ ცხოვრების ყველაზე მშვიდ და ბედნიერ ეტაპზეა. წლების განმავლობაში გლამურული სამყაროს ცენტრში ყოფნის შემდეგ, ახლა მისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება ბუნებასთან სიახლოვეა.
„ბევრი რამ გამოვიარე. მაკიაჟი, ტანსაცმელი, კორსეტები, როკ-ვარსკვლავები… და აღმოვაჩინე, რომ ახლა ჩემთვის უბრალოდ ბუნებასა და საკუთარ თავთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ასევე დაგაინტერესებთ:

1 day ago
25







English (US) ·
Georgian (GE) ·