#OK! პატარა დეტალებიდან დიდ საავტომობილო ბიზნესში

6 hours ago 5

ავტომოყვარულებს ყოველთვის სურთ, ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაში ჰყავდეთ, გააუმჯობესონ მისი იერი და რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნონ პირვანდელი სახე.

მანქანის დითეილინგი (Car Detailing) სწორედ ის სერვისია, რომელიც ავტომობილის როგორც გარეგანი, ისე შიდა ნაწილის მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში მოყვანასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ის ბევრად სცდება ჩვეულებრივ რეცხვას და მოიცავს ღრმა წმენდას, აღდგენასა და დაცვას.

ქუთაისში ამ სფეროს პირველი წარმომადგენელი 2023 წელს დაარსებული Gio’s Detailing-ია, რომლის დამფუძნებელი გიორგი ვაშაყმაძეა. ავტომობილებისადმი ინტერესი მას ბავშვობიდანვე ჰქონდა. განსაკუთრებული ყურადღება დეტალებისადმი, სიზუსტისა და ხარისხის სიყვარული დროთა განმავლობაში იმ საქმიანობად ჩამოყალიბდა, რომელსაც დღეს წარმატებით უძღვება.

ალბათ, მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს თვისებები გახდებოდა მისი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ავტომობილებისადმი სიყვარული და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა დროთა განმავლობაში პროფესიად, შემდეგ კი საკუთარ ბიზნესად აქცია.

ბიზნესის შექმნისა და განვითარების გზაზე გიორგის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და თანამოაზრე მისი მეუღლე, მარიამ მსხვილიძეა. მათი საერთო შრომითა და მონდომებით Gio’s Detailing-ი დღეს ქუთაისში ავტომობილის მოვლისა და დაცვის, ცნობილ სივრცედ ჩამოყალიბდა.

უფრო მეტს კომპანიის ისტორიის, სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ თავად Gio’s Detailing-ის დამფუძნებელი გიორგი ვაშაყმაძე გვესაუბრება.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, როდის დაარსდა, ვის ეკუთვნოდა იდეა?

Gio’s Detailing შეიქმნა დიდი სურვილისა და სიყვარულის საფუძველზე ავტომობილების მიმართ. იდეა გაჩნდა იმ სურვილიდან, რომ ქუთაისში შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის დითეილინგ მომსახურება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. კომპანიის შექმნის გზა მარტივი არ ყოფილა რადგან ქუთაისში დითეილინგის კულტურა არ არსებობდა. გვქონდა ბევრი გამოწვევა და სირთულე, თუმცა მუდმივი შრომითა და განვითარების სურვილით შევძელით მიზნის მიღწევა. დღევანდელი შედეგი ჩვენი საერთო დაუღალავი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია.

ამ საქმეში თავიდანვე განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩემს მეუღლეს, მარიამს, რომელიც ჩემი მთავარი მხარდამჭერი და თანამოაზრე იყო. დღევანდელი შედეგი ჩვენი საერთო შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია.

რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?

Gio’s Detailing-ი მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის პროფესიულ მოვლასა და დაცვას. ჩვენი ძირითადი სერვისებია:

  • დითეილინგ რეცხვა
  • ინტერიერის ღრმა წმენდა
  • ძრავის უსაფრთხო წმენდა
  • პოლირება
  • ნანოკერამიკული საფარის დატანა
  • დამცავი ფირის (PPF) მონტაჟი
  • ფერადი ფირის მონტაჟი
  • მინების დამუქება.

ჩვენი მიზანია ავტომობილს შევუნარჩუნოთ იდეალური ვიზუალი და მაქსიმალურად დავიცვათ გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

რას ნიშნავს დითეილინგ რეცხვა და რატომ უნდა ჩაუტაროს ის მომხმარებელმა ავტომობილს?

დითეილინგ რეცხვა ჩვეულებრივ რეცხვაზე ბევრად მეტია. ეს არის ავტომობილის დეტალური და უსაფრთხო წმენდის პროცესი, რომლის დროსაც გამოიყენება სპეციალური ტექნოლოგიები და პროფესიონალური საშუალებები.

ამ პროცესის მიზანია ავტომობილის ზედაპირიდან არა მხოლოდ ხილული ჭუჭყის, არამედ ისეთი დაბინძურების მოცილება, რომელიც დროთა განმავლობაში აზიანებს საღებავსა და ლაქის ფენას. დითეილინგ რეცხვა ხელს უწყობს ავტომობილის ვიზუალური იერსახის შენარჩუნებას, ზრდის მისი მოვლის ხარისხს და ამცირებს დაზიანებების რისკს.

რით განსხვავდება დითეილინგ რეცხვა ჩვეულებრივი რეცხვისგან?

ჩვეულებრივი რეცხვისგან განსხვავებით, დითეილინგ რეცხვა უფრო დეტალური და უსაფრთხო პროცესია. მისი მიზანი მხოლოდ ავტომობილის გასუფთავება კი არა, არამედ მისი ვიზუალის შენარჩუნება და დაცვაცაა. სწორედ, ამიტომ გამოიყენება სპეციალური მეთოდები და პროფესიონალური საშუალებები, რომლებიც ავტომობილის ზედაპირს მაქსიმალურად უფრთხილდება.

რა პერიოდულობითაა შესაძლებელი დითეილინგ რეცხვა?

სიხშირე დამოკიდებულია ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებზე. თუ ავტომობილი ყოველდღიურად მოძრაობს და ხშირად ეხება მტვერს, ტალახს ან სხვა გარემო ფაქტორებს, უფრო ხშირი მოვლაა სასურველი.

მოგვიყევით პოლირებისა და ნანოკერამიკის შესახებ. რა სერვისებია?

პოლირება არის პროცესი, რომლის დროსაც ავტომობილის ზედაპირიდან იხსნება მცირე ნაკაწრები და სხვა ვიზუალური დეფექტები. შედეგად ავტომობილი იბრუნებს სიღრმეს, სიპრიალესა და პირვანდელ იერსახეს.

ნანოკერამიკა კი წარმოადგენს სპეციალურ დამცავ საფარს, რომელიც ლაქის ზედაპირზე იქმნება და ავტომობილს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან, ქიმიური ზემოქმედებისგან, მტვრისა და წყლისგან. გარდა დაცვისა, ნანოკერამიკა ავტომობილს აძლევს განსაკუთრებულ ბზინვარებას და მნიშვნელოვნად ამარტივებს მის მოვლას.

რატომ უნდა აარჩიოს მომხმარებელმა თქვენი კომპანია?

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხი და მომხმარებლის ნდობაა. თითოეულ ავტომობილს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ვუდგებით და ყველა სამუშაო სრულდება პროფესიონალური მასალებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

Gio’s Detailing-ს მომხმარებლები ირჩევენ ხარისხიანი მომსახურების, დეტალებზე ორიენტირებული მიდგომისა და იმ შედეგის გამო, რომელსაც რეალურად ხედავენ.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება, ახალი ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.

ასევე, ვგეგმავთ კომპანიის გაფართოებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც რეგიონში ავტომობილის მოვლის სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრი იქნება.

გვაინტერესებს რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?

ავტომობილები ყოველთვის ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი პროფესიად და შემდეგ ბიზნესად იქცა. მუდმივად ვსწავლობდი თანამედროვე დითეილინგ ტექნოლოგიებს, ვიღებდი გამოცდილებას და ვცდილობდი მომხმარებლისთვის შემეთავაზებინა მომსახურება, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

დღეს Gio’s Detailing-ი ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს არის საქმე, რომელსაც ყოველდღიურად დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვაკეთებ. ყველაზე დიდი მოტივაცია კმაყოფილი მომხმარებლები და მათი ნდობაა, რაც გვაძლევს განვითარების ძალას და გვიბიძგებს, ყოველდღე უკეთესები გავხდეთ.

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

სრულად წაკითხვა