ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შაბათს, 6 ივნისს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოჯახურ ღონისძიებაზე შეიკრიბა. პრინცესა ანას შვილი, პიტერ ფილიპსი ექთან ჰარიეტ სპერლინგზე დაქორწინდა. ცერემონია გლოსტერშირში გაიმართა.

ქორწილს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის არაერთი წევრი ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა, პრინცესა ანას ქალიშვილი ზარა ტინდალი, პრინცესები ბეატრისი და იუჯინი, ასევე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, რომელთა გამოჩენამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
ცერემონიისთვის ქეითმა ბრიტანელი დიზაინერის, Roland Mouret-ის კაბა შეარჩია, რომელიც კლასიკურ და ელეგანტურ სტილს აერთიანებდა. მისი ლუქი იდეალურად შეესაბამებოდა აღნიშნულ ცერემონიას. როგორც ცნობილია, კაბის ღირებულება 1070 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება სამკაულებს, ქეითმა არჩევანი მინიმალისტურ დეტალებზე შეაჩერა.
გამორჩეული აქსესუარი იყო მარგალიტის სამაჯური, რომელიც ოდესღაც პრინცესა დიანას ეკუთვნოდა, რაც ლუქს სიმბოლურ და ემოციურ დატვირთვასაც სძენდა.
უელსის პრინცესამ ლუქი Kiki McDonough-ის ნაზი ბრილიანტის ყელსაბამითა და ელეგანტური ცრემლის ფორმის საყურეებით დაასრულა.
მეფე ჩარლზ III-სა და დედოფალ კამილას გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა ოვაციებით შეხვდა. მათთან ერთად ქორწილს ესწრებოდა სამეფო ოჯახის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი წევრი, მათ შორის ზარა და მაიკ ტინდალები, ედინბურგის ჰერცოგი და ჰერცოგინია.

ქორწილში ასევე იმყოფებოდნენ პრინცესები იუჯინი და ბეატრისი მეუღლეებთან — ჯეკ ბრუკსბენკთან და ედოარდო მაპელი მოცისთან ერთად.
პიტერ ფილიპსი და ჰარიეტ სპერლინგი ერთმანეთს 2024 წელს შეხვდნენ. ფილიპსი 2020 წელს პირველ ცოლს, ოტუმ კელის დაშორდა. წყვილის ნიშნობა 2025 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.
პიტერ ფილიპსი, პრინცესა ანას და კაპიტან მარკ ფილიპსის ვაჟი, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მე-19 ადგილს იკავებს.

4 days ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·