#OK! რა იცვლება საქართველოში ივნისიდან – ახალი წესები მძღოლებისთვის, ჯანდაცვის პროგრამასა და ტურიზმის სფეროში

2 weeks ago 26

მიმდინარე, ივნისის თვიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება, რომლებიც ათასობით მოქალაქეს შეეხება. ცვლილებები ეხება როგორც მართვის მოწმობის გამოცდებს, ისე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს.

მართვის მოწმობის გამოცდის წესები

15 ივნისიდან B და B1 კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული გამოცდის ჩაბარება შედარებით მარტივი გახდება. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, კანდიდატებს 30-კითხვიან ტესტში მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნებათ. შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად 30 წუთის განმავლობაში მინიმუმ 25 სწორი პასუხის გაცემა იქნება საჭირო. აქამდე აუცილებელი 27 სწორი პასუხი იყო.

ცვლილებები შეეხება პრაქტიკულ გამოცდასაც. ახალი რეგულაციის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში გამომცდელს კანდიდატისთვის შეცდომის გამოსწორების დამატებითი შესაძლებლობის მიცემა შეეძლება.

ასევე იზრდება მსუბუქი შეცდომების დასაშვები რაოდენობა. თუ აქამდე კანდიდატი 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემდეგ იჭრებოდა, ახალი წესით გამოცდა ჩაუბარებლად ჩაითვლება 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში.

მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ შეიცვლება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ადგილების განაწილების სისტემაც. სპეციალური ალგორითმი რიგების უფრო სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ივნისიდან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება, ხოლო არაგეგმური გამოცდის ჩაბარება მხოლოდ შაბათ დღეს იქნება შესაძლებელი.

მართვის მოწმობის აღება მარტივდება - ცვლილებები პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში  - ტაბულა

ვინ დაკარგავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლებას

პირველი ივნისიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ასეთ პირებს პროგრამის ბენეფიციართა ბაზაში რეგისტრაცია შეუჩერდებათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი პროგრამაში ხელახლა ჩართვა მოქმედი წესების შესაბამისად იქნება შესაძლებელი.

მთავრობის განმარტებით, ცვლილების მიზანი პროგრამის რესურსების უფრო ეფექტიანი მართვა და იმ მოქალაქეებზე ორიენტირებაა, რომლებიც რეალურად ცხოვრობენ და სამედიცინო მომსახურებას საქართველოში იღებენ.

ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯები დაახლოებით 375 მილიონი ლარით იზრდება - TV25

ტურიზმის სფეროში ახალი მოთხოვნები ამოქმედდება

ივნისიდან სავალდებულო ხდება სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების სერტიფიცირება.

ცვლილების მიზანი ტურისტული მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სამთო და სათავგადასავლო ტურიზმი აქტიურად ვითარდება.

სერტიფიცირების გარეშე საქმიანობის განხორციელება კანონდარღვევად ჩაითვლება და შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. რეგულაცია განსაკუთრებით შეეხება იმ პირებს, რომლებიც ტურისტებს მაღალმთიან მარშრუტებზე, სათხილამურო კურორტებსა და ალპურ ზონებში უწევენ მომსახურებას.

How Much Should You Actually Tip Your Adventure Guide? We Asked a Few, and  Their Answers Might Surprise You.

სრულად წაკითხვა