#OK რას აკეთებენ დღეს? — 2000-იანი წლების პოპულარული ქართველი სახეების განახლებული ისტორიები

1 week ago 23

2000-იანი წლები ქართული შოუბიზნესისა და მედიისთვის განსაკუთრებული პერიოდი იყო –  ტელევიზია საზოგადოების მთავარი საინფორმაციო და გასართობი სივრცე გახლდათ, ხოლო პოპულარული სახეები თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდნენ ეკრანებზე, ჟურნალებსა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ღონისძიებაზე.

იმ წლების ვარსკვლავებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ქალებს, რომლებიც თავიანთი სილამაზით, ქარიზმითა და აქტიურობით მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენ. თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, ბევრი მათგანის საჯარო ცხოვრება ნაკლებად აქტიური გახდა და დღეს მათი ყოველდღიურობა სრულიად განსხვავებულია.

მაკა ასათიანი

2000-იანი წლების საქართველოში მაკა ასათიანი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გამორჩეულ ქალად ითვლებოდა. ხშირად ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში და ბევრი ადამიანისთვის დახვეწილი სტილისა და წარმატების მაგალითს წარმოადგენდა.

მისი ყოველი საჯარო გამოჩენა განხილვის საგანი ხდებოდა, ხოლო მისი განსხვავებული სტილი არაერთი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

დღეს მაკა ასათიანი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს და საჯარო სივრცეში ძალიან იშვიათად ჩნდება. ინტერვიუებს პრაქტიკულად აღარ აძლევს და სოციალურ ქსელებშიც ნაკლებად აქტიურობს.

მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. მაკა ასათიანის პირველი მეუღლე მერაბ ჟორდანია იყო, რომელთანაც ორი ვაჟი — კახი ჟორდანია და ლევან ჟორდანია ჰყავს. მოგვიანებით მისი ცხოვრება კოტე გოგელია დაუკავშირდა, რომელთანაც კიდევ ერთი ვაჟი, კოსტა გოგელია შეეძინა.

დღეს მაკა ასათიანი უკვე ბებიაცაა. მისი უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია 2017 წელს დაქორწინდა, მოგვიანებით კი ქალიშვილი, ლეა შეეძინა.

თამთა გოგუაძე

თამთა გოგუაძე 2000-იანი წლების დასაწყისში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მსმენელმა ის ჰიტებით „შენი ბრალია“ და „ჩემთვის და შენთვის“ გაიცნო. წლების განმავლობაში იგი ანსამბლ „ქართული ლეგენდა – სამაისთან“ ერთად მოღვაწეობდა და აქტიურად მონაწილეობდა ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში.

ბოლო წლებში მომღერალი საჯარო სივრცეში გაცილებით იშვიათად ჩნდება. მან აქტიური შოუბიზნესური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეამცირა და მედიის ყურადღების ცენტრიდანაც გარკვეულწილად გაქრა.  მისი პირადი თუ პროფესიული ცხოვრების შესახებ საჯაროდ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც ცნობილია, თამთას მეუღლე  გიორგი აბულაშვილია – წყვილმა ერთმანეთი ანსამბლ “სამაიაში” მოღვაწეობის დროს გაიცნო. გიორგი მოცეკვავე იყო, ხოლო თამთა ანსამბლში მღეროდა.

ხათუნა სხირტლაძე

2000-იანი წლების დასაწყისში ხათუნა სხირტლაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ლამაზმანი იყო. „მის საქართველოს“ ტიტულის მოპოვების შემდეგ ის მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს მისი პირადი ცხოვრებაც იწვევდა. ხათუნას პირველი მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია, ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟი იყო. მათი ურთიერთობა იმ დროის ქართული ტაბლოიდების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა გახდა.

ქორწინების შემდეგ ხათუნა მეუღლესთან და შვილთან ერთად გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

SONY DSC

შემდგომ წლებში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. იწერებოდა, რომ ხათუნა სხირტლაძემ მეორე ქორწინება უკვე სხვა ადამიანთან გააფორმა, თუმცა ამ პირის ვინაობა უცნობია.

აგნესა

აგნესა 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული ფიგურა იყო, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი რიტმული პოპ-მუსიკითა და იმ დროისთვის შედარებით თამამი იმიჯის წყალობით გახდა.

პოპულარობის პიკის შემდეგ აგნესამ თანდათან დატოვა შოუბიზნესი და პირადი ცხოვრება აირჩია. მომღერალი დღეს რუსეთში, ქალაქ სამარაში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. როგორც ცნობილია, სცენას მთლიანად ჩამოშორდა და ამჟამად მამის ბიზნესის მართვითაა დაკავებული.

სრულად წაკითხვა