გათბობის სისტემა სახლის ის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, სადაც მომხმარებელი აუცილებლად ერთდროულად ეძებს ფასთან მიმართებით რელევანტურ ხარისხს, უსაფრთხოებას, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამძლეობას. ამ საჭიროებებს კი უნაკლოდ პასუხობს Ariston-ის საკონდენსაციო ქვაბი — იტალიური ტექნოლოგია, რომელიც გათბობის სფეროში მომავლის სტანდარტს ნერგავს.
საქართველოში, Ariston-ი გათბობის სისტემების ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს და ამით, ქართველი მომხმარებლისთვის ევროპული ხარისხი ხელმისაწვდომი ხდება. ლოკალურ ბაზარზე, Ariston-ს კომპანია „ცელსიუსი” წარმოადგენს და ამ პარტნიორობის ფარგლებში, 28 მაისს, სასტუმრო Pullman-ში მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობას სპეციალურად ამ მოვლენისთვის იტალიიდან ჩამოსული ბრენდის წარმომადგენლები და სფეროში მოღვაწე პროფესიონალები იღებდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა Ariston-ის თანამედროვე სისტემებსა და მიდგომებზე, მათ შორის, საკონდენსაციო ტექნოლოგიაზე, ONE+ სერიის მოდელებსა და იმ უპირატესობებზე, რომლებიც ამ ტიპის ქვაბებს ტრადიციულ გათბობის სისტემებთან მიმართებით გამოარჩევს.
რას ნიშნავს საკონდენსაციო ტექნოლოგია?
საკონდენსაციო ტექნოლოგია, საკონდენსაციო ქვაბის არსებობას გულისხმობს. საკონდენსაციო ქვაბი, მარტივად რომ ვთქვათ, არის თანამედროვე გათბობის ქვაბი, რომელიც ენერგიას უფრო ჭკვიანურად იყენებს. ტრადიციულ გათბობის ქვაბებში, წვის შედეგად წარმოქმნილი ცხელი გამონაბოლქვი, ხშირად, პირდაპირ იკარგება. საკონდენსაციო ტექნოლოგია კი ამ სითბოს ხელახლა იყენებს და მას გათბობის პროცესში აბრუნებს.
მარტივად რომ ვთქვათ, საკონდენსაციო ქვაბი იმ ენერგიასაც იყენებს, რომელსაც ჩვეულებრივი ქვაბი უბრალოდ კარგავს. სწორედ ამიტომ, ტრადიციულ გათბობის ქვაბთან შედარებით, საკონდენსაციო გათბობის ქვაბს, გაზის მოხმარების შემცირება 35%-მდე შეუძლია.
ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი უკეთეს შედეგს ნაკლები ენერგიის მოხმარების ხარჯზე და გრძელვადიან პერსპექტივაში, შემცირებული კომუნალური დანახარჯებით იღებს.
რატომ მიიჩნევა საკონდენსაციო ქვაბები გათბობის სისტემის ინოვაციურ ტექნოლოგიად?
თანამედროვე საჭიროებებსა და გამოწვევებთან ადაპტირების მიზნით, გათბობის სისტემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო ენერგოეფექტური და ეკომეგობრული ხდება. მომხმარებლებისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის საწყისი ფასი, არამედ ის, თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ამ პროდუქტის მოხმარება წლების განმავლობაში. სწორედ აქ, იკვეთება საკონდენსაციო ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა.
იმის გათვალისწინებით, რომ საკონდენსაციო ქვაბები ნაკლებ გაზს მოიხმარს, უფრო ეფექტურად მუშაობს და უკეთ პასუხობს თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის მოთხოვნებს, ეს არის ტექნოლოგია მათთვის, ვინც ფიქრობს არა მხოლოდ დღევანდელი დღის კომფორტულად გატარებაზე, არამედ მომავალში რესურსების გონივრულ გამოყენებასა და სწორ ინვესტირებაზე.
ამიტომაც, თუ ცენტრალური გათბობის სისტემების განახლებას ან ახალ საცხოვრებელში მონტაჟს გეგმავთ, სასურველია გაითვალისწინოთ, რომ საკონდენსაციო გათბობის ქვაბებში ინვესტირება პრაქტიკული და გრძელვადიანად მომგებიანი გადაწყვეტილებაა. სრული ასორტიმენტი ნახეთ: https://celsiusi.ge/products/gatbobis-qvabi
(ანკორი: გათბობის ქვაბები ცელსიუსში)
Ariston ONE+ სერია — ეფექტურობა და გამძლეობა
Ariston-ის გათბობის სისტემების თანამედროვე ასორტიმენტში განსაკუთრებული ადგილი ONE+ სერიის მოდელებს უჭირავს, მათ შორის, Ariston Cares S, Clas ONE და Alteas ONE. ეს მოდელები შექმნილია, რათა დააკმაყოფილონ განსაკუთრებით მაღალი ხარისხის, საიმედოობისა და ენერგოეფექტურობის მოთხოვნები.
ONE+ სერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა XtraTech უჟანგავი ფოლადის თბომცვლელები. თბომცვლელი ქვაბის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც სითბოს გადაცემის პროცესში პირდაპირ მონაწილეობს. უჟანგავი ფოლადის კონსტრუქცია კი ხელს უწყობს გამძლეობას, სტაბილურობასა და მოწყობილობის მრავალწლიან სიცოცხლისუნარიანობას.
რატომ ღირს ინვესტირება Ariston-ის საკონდენსაციო ქვაბში?
თანამედროვე გათბობის სისტემა მხოლოდ დანახარჯების შემცირებით არ ფასდება. არამედ, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კომფორტულია მისი გამოყენება ყოველდღიურობაში. Ariston-ის საკონდენსაციო ქვაბები ამ მხრივაც გამორჩეულია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ულტრა ჩუმი მუშაობა. Ariston-ის ქვაბის ხმაურის დონე მხოლოდ 46 დეციბელია, რაც ფაქტობრივად, ჩუმად საუბარს უტოლდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბინებისთვის, მცირე სივრცეების ან იმ სახლებისთვის, სადაც გათბობის მოწყობილობა საცხოვრებელ სივრცესთან ძალიან ახლოს არის განთავსებული.
გარდა ამისა, Ariston მომხმარებელს სთავაზობს სმარტ კონტროლის შესაძლებლობასაც: Wi-Fi მხარდაჭერა და Sensys HD მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ, გათბობა უფრო მარტივად, ზუსტად და კომფორტულად აკონტროლოთ.
რაც შეეხება ზოგადად საკონდენსაციო ქვაბებს, საწყის ეტაპზე, საკონდენსაციო ქვაბი შესაძლოა ტრადიციულ მოდელთან შედარებით უფრო სერიოზულ ინვესტიციად ჩანდეს, თუმცა მისი მთავარი რეალური ღირებულება გრძელვადიან პერიოდში, ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვაში მდგომარეობს. სტანდარტულ გათბობის ქვაბთან შედარებით, საკონდენსაციო ქვაბის შეძენისას გადახდილი თანხის სხვაობის „ამოღება” გაზის მოხმარების შემცირებით 2 წელიწადსა და 2 თვეშია შესაძლებელი, ხოლო Ariston-ის საკონდენსაციო ქვაბებზე გარანტია 5 წელიწადს გრძელდება.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, Ariston-ის საკონდენსაციო ქვაბი დაგეხმარებათ:
– შეამციროთ გაზის მოხმარება
– მიიღოთ სტაბილური და კომფორტული ცენტრალური გათბობა
– ისარგებლოთ ჩუმი მუშაობით
– აკონტროლოთ გათბობა სმარტ სისტემებით
– აირჩიოთ გამძლე ტექნოლოგია და ხარისხი, რომელიც უძლებს დროს
– ისარგებლოთ პროგრამირებისა და კომფორტის ფუნქციებით
Ariston-ისა და „ცელსიუსის” პარტნიორობა — გამოცდილი ტექნოლოგია და პროფესიონალური მხარდაჭერა
Ariston-ის თანამედროვე საკონდენსაციო ქვაბები აერთიანებს იტალიურ ინჟინერიას, ენერგოეფექტურობასა და ყოველდღიურ კომფორტს. „ცელსიუსი”, როგორც Ariston-ის ოფიციალური და ძლიერი წარმომადგენელი საქართველოში, მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს, არამედ პროფესიონალურ კონსულტაციას, სწორი შერჩევის პროცესსა და სპეციალურად გადამზადებული პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერას.
თუ ეძებთ გათბობის სისტემას, რომელიც ზუსტად ისეთივე რელევანტური იქნება მომავალში, როგორც არის დღეს, მაშინ Ariston-ის საკონდენსაციო ქვაბი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გონივრული და გამართლებული არჩევანია. Ariston-ის გათბობის ქვაბების სრული კატალოგი

6 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·