#OK! რთველისი – მაღალი ხარისხი და დაუვიწყარი გემოები

1 week ago 12

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „რთველისი“ 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მიუხედავად პანდემიისა, კომპანიის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაჩერებულიყვნენ და პირიქით, თავდაუზოგავი შრომით ბრენდი წარმატებულ ტოპგაყიდვად სავაჭრო ნიშნად ექციათ.

„რთველისი“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, ცქრიალა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა. ბრენდის პოზიციონირებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „რთველისის“ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი, გიორგი წურწუმია გვესაუბრა.

(გიორგი წურწუმია): კომპანიის დამფუძნებლები წლების განმავლობაში ფლობდნენ ვენახებს კახეთის მიკროზონებში და ეწეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობას. 2019 წლიდან კი კომპანია „რთველისის“ პროდუქცია ქართული ღვინის ბაზარზე გამოჩნდა. კომპანიის მიზანი დაარსების პირველივე დღიდან იყო – სახელის დამკვიდრება საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე. მაღალი ხარისხი და დაუვიწყარი გემოები არის სწორედ ის, რამაც ბრენდი ცნობილი გახადა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე და „რთველისი“ უკვე სტაბილურად  იყიდება მსოფლიოს 20 ქვეყანაში.

გვესაუბრეთ თქვენთან წარმოდგენილი ღვინის ფართო ასორტიმენტზე…

ჩვენი კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, ცქრიალა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა.

„რთველისი“ საკმაოდ ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი ქართულ ღვინის ბაზარზე.

გარდა ცნობილი ღვინის სახეობებისა, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს, ასევე კომპანიას აქვს პრემიალური ღვინის ხაზი, რომელზეც მეღვინეების გუნდი მუშაობს და ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი ღვინის კუპაჟები, როგორებიცაა ღვინო „სვირი“, „საფერავი მერლო“, „ცოლიკოური-ქისი“, „ხიხვი მწვანე“, „ოჯალეში როზე“. მსგავსი ტიპის ღვინოებით ძალიან ინტერესდებიან ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები.

ასევე, უნდა აღინიშნოს ქვევრის ღვინის მიმართულება. უკვე წლებია „რთველისი“ ამაყობს ქვევრის ღვინით, რადგან მან ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცა Decanter-ი, Mundus Vini, IWSC-ი, Lwc-ი და სხვა მრავალ გამოფენაზე, პლატინისა და ოქროს მედლები მოიპოვა.

როგორ შეაფასებდით თქვენს პოზიციონირებას ბაზარზე?

ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია გვაძლევს საშუალებას, მოვიცვათ მომხმარებლების უმეტესი ნაწილი. მუდმივად ვატარებთ ანალიტიკას, ვიკვლევთ ბაზრის მოთხოვნებს, რითიც ვადგენთ ყოველწლიურ მარკეტინგულ სტრატეგიას.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 50 პროდუქტამდე ვაწარმოებთ და ვყიდით საქართველოს ბაზარზე, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. წლიდან წლამდე კი სტაბილურად ხდება გაყიდვების ზრდა. „რთველისის“ პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში, რასაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა მიზანს მაინც მივაღწიეთ. მუდმივად გვაქვს მოლაპარაკებები ქსელებსა და ჰორეკა სექტორთან, რომ რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის პროდუქციის შეძენა.

„რთველისის“ პროდუქცია ქსელურ მაღაზიაში მუდმივად არის ყველაზე გაყიდვად 3 კომპანიაში და შედის 400-მდე ჰორეკას ობიექტზე.

გვესაუბრეთ ევროპულ ბაზარზე…

ევროპული ბაზარი იყო პირველი საქართველოს შემდეგ, სადაც ბრენდი „რთველისი“ გამოჩნდა. საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, შვეიცარია, ეს ის ქვეყნებია, სადაც ჩვენი პროდუქცია აქტიურად იყიდება როგორც ქსელებში. ისე ჰორეკას მიმართულებითაც.

2023 წლის მონაცემებით კი „რთველისი“ შევიდა 10 მოწინავე კომპანიაში, რომლებსაც ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი აქვს ევროპაში.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები ყოველთვის დიდია, ამ ეტაპზე ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიცვათ საქართველოს ღვინის ბაზარი. გავზარდოთ გაყიდვები ქსელური მაღაზიებში და ჰორეკა სექტორში.

რაც შეეხება ბრენდის გაყიდვებს მსოფლიო მასშტაბით, ამაზე „რთველისის“ ექსპორტის გამოცდილი გუნდი მუშაობს და უახლოეს პერიოდში ჩვენი ბრენდი 22 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. ასევე, უნდა აღინიშნოს სტაბილური გაყიდვები, რაც უკვე არსებულ საქსპორტო ქვეყნებში გვაქვს.

საბოლოოდ მიზანი ერთია – თავი დავიმკვიდროთ საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და მრავალფეროვანი ქართული ღვინოების გაყიდვით.

სრულად წაკითხვა