#OK! როგორ იქცა კაპრი შარვალი სეზონის ყველაზე მოთხოვნად ნივთად

7 hours ago 7

კაპრი შარვალი, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო მოდურ ელემენტად მიიჩნეოდა, 2026 წლის ზაფხულში ტრიუმფალურად დაბრუნდა. მოდის ინდუსტრიის წამყვანი დიზაინერების, ინფლუენსერებისა და ცნობილი სახეების წყალობით, ეს სილუეტი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში და სეზონის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა.

გასულ წელს კაპრი შარვალი არაერთი ცნობილი სახის გარდერობში გამოჩნდა. ბელა ჰადიდი, ემილი რატაკოვსკი და ჰეილი ბიბერი მათ შორის იყვნენ, ვინც 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისის ეს ტრენდი თანამედროვე ინტერპრეტაციით გააცოცხლეს. მაშინ ბევრს აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა კაპრი შარვალი მხოლოდ მოდის მოყვარულთა წრის ფარგლებს გასცდენოდა. დღეს უკვე პასუხი ნათელია – კაპრი შარვალი მასობრივ ტრენდად იქცა.

Bella Hadid Wears Two Pairs of Capris in One Day | Vogue

Emily Ratajkowski Is Really Bringing Back Pedal Pushers

Hailey Bieber Heralds This Controversial Pant Length for Spring | Vogue

ბელა ჰადიდი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც კაპრი შარვლის ტარების თანამედროვე სტილი დაამკვიდრა. მოდელი მას ხშირად მონოქრომულ ლუქებთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან აერთიანებს, რაც სილუეტს უფრო დახვეწილსა და თანამედროვე იერს სძენს. ემილი რატაკოვსკი კი კაპრი შარვალს ოვერსაიზ პიჯაკებთან და კლასიკურ დეტალებთან უხამებს, რითაც ყოველდღიურ და ელეგანტურ სტილს შორის ბალანსს ქმნის.

2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებზეც კაპრი შარვალმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. დიზაინერებმა ის მინიმალისტურ, მკაფიო ხაზებსა და კლასიკურ ფერებთან დააკავშირეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ტრენდის მრავალფეროვნებას. პარალელურად, ზოგიერთი ბრენდი უფრო თამამ და რომანტიკულ ვერსიებსაც გვთავაზობს — ყვავილოვანი პრინტებითა და მაქმანებით გაფორმებულ მოდელებს.

კაპრი შარვლის ისტორია 1950-იან წლებში იწყება, როდესაც მისი პოპულარიზაცია ჰოლივუდის ლეგენდამ, ოდრი ჰეპბერნმა მოახდინა. სწორედ მისი დახვეწილი სტილის წყალობით იქცა ეს სილუეტი ქალურობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ. მიუხედავად იმისა, რომ კაპრი შარვალი სხვადასხვა ეპოქაში არაერთხელ დაბრუნდა მოდაში, 2026 წლის ვერსია განსაკუთრებულად თანამედროვე და მრავალფუნქციურია.

Capri trousers are the summer trend of 2026 - Galaxus

დღეს კაპრი შარვალი მხოლოდ რეტრო ტრენდის აღორძინებას აღარ წარმოადგენს. ის მოდის სამყაროში პროპორციებისა და სტილის მიმართ შეცვლილი დამოკიდებულების სიმბოლოდ იქცა. ის, რაც წლების წინ ბევრისთვის უხერხულ ან რთულად მოსარგებ სილუეტად მიიჩნეოდა, ახლა სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ არჩევანად იქცა.

სრულად წაკითხვა