#OK! “რუსთაველის თეატრში” რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში საზეიმო წარმოდგენა გამართეს

3 hours ago 2

თბილისში, “რუსთაველის თეატრში” რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში საზეიმო წარმოდგენა გამართეს, რომლის ფარგლებშიც „კატიუშა” და სხვა მელოდიები შეასრულეს.

“14 მაისს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე დიდი წარმატებით გაიმართა კონცერტი, რომელიც დიდი გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა. რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნათელი მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები ომის წლების სიმღერებზე. ლეგენდარულმა მელოდიებმა, როგორიცაა “კატიუშა”, “ბნელი ღამე” და “ლურჯი ცხვირსახოცი” მაყურებლის გულებში ყველაზე ცოცხალი გამოხმაურება ჰპოვა. მუსიკალური ნომრების გარდა, მსახიობები ღრმა განცდით კითხულობდნენ იმ დიდი ეპოქის პოეტებისა და მწერლების, კონსტანტინ სიმონოვის, ალექსანდრ ტვარდოვსკის, ასევე რობერტ როჟდესტვენსკისა და ვლადიმირ ვისოცკის, უკვდავ სტრიქონებს. საღამოს სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის, საქმიანი და სამეცნიერო წრეების, საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რუსი თანამემამულეები, თითოეულ გამოსვლას აპლოდისმენტებით აცილებდნენ. ჩვენი საერთო ისტორიის გმირული ფურცლების, დიდი სამამულო ომის შესახებ წმინდა პოეტური მოგონებები სამუდამოდ დარჩება რუსეთისა და საქართველოს ხალხების გულებში” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა:

“დიდი სამამულო ომის შესახებ წმინდა პოეტური მოგონებები სამუდამოდ დარჩება რუსეთისა და საქართველოს ხალხების გულებში”

რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა რეჟისორებს სპექტაკლების დადგმის შანსს აძლევს - 1TV

რუსთაველის თეატრის დირექტორმა, გია თევზაძემ ,,tv პირველთან” ინტერვიუ განაცხადა, რომ სცენის დათმობის სანაცვლოდ, თეატრის ადმინისტრაციამ ფული აიღო:

“ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, სტუდენტები იყვნენ ГИТИС-ის. ჩვენ არავინ დაგვიკარგავს ამ ომში? (მეორე მსოფლიო ომში)… ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რა საკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო”

გია თევზაძე - ტაბულა

სრულად წაკითხვა