#OK! სამედიცინო პლატფორმა Doctra – სამედიცინო მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტი

1 week ago 17

იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და ბიზნესს სრულიად ცვლის, არც ჯანდაცვის სფეროა გამონაკლისი. დღეს კლინიკებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტური მართვა, დროის ოპტიმიზაცია და პაციენტზე მაქსიმალური კონცენტრაცია. სწორედ ამ საჭიროებებზე პასუხია სამედიცინო პლატფორმა Doctra, რომლის დახმარებით ეფექტურად წარმართავთ კლინიკის პროცესებს და საგრძნობლად გააუმჯობესებთ მომსახურებისა თუ მკურნალობის ხარისხს. თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს Doctra კლინიკებს და როგორ ცვლის AI ტექნოლოგიები თანამედროვე მედიცინას, ამის შესახებ უფრო ვრცლად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ანა გურამიშვილი გვესაუბრა.

როგორ გაჩნდა Doctra-ს შექმნის იდეა და რა პრობლემის გადაჭრა იყო თქვენი მთავარი მიზანი?

Doctra არის სამედიცინო პლატფორმა, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი ცოდნის გაერთიანებით!

„დოქტრას“ პლატფორმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ შორს იყო ციფრული სამყაროსგან. სწორედ მაშინ დგამდა ტექნოლოგია პირველ ნაბიჯებს სამედიცინო სექტორში, თუმცა ექიმებისა და პაციენტებისთვის ყოველდღიური გამოწვევები კვლავ პრობლემად რჩებოდა. ექიმები სამუშაო დროის კრიტიკულ ნაწილს ხარჯავდნენ დოკუმენტაციის შევსებაზე, რაც მათ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, პირდაპირ აისახებოდა პაციენტებისთვის გამოყოფილ დროზე. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა „დოქტრა“, საქართველოს კლინიკებზე მორგებული სისტემა, რომლის მიზანი და სლოგანი დაარსების პირველი დღიდანვე უცვლელია: „მეტი დრო პაციენტებისთვის“.

რას სთავაზობს Doctra დღეს კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებს? რა ტიპის კლინიკებისთვის არის Doctra განსაკუთრებით ეფექტური?

Doctra არის კლინიკის მართვის სრულყოფილი სამედიცინო პლატფორმა, რომელიც ოთხ ძირითად მოდულს აერთიანებს:

  • HIS (საავადმყოფოს საინფორმაციო სისტემა)
  • LIS – ლაბორატორიის მოდული. „დოქტრა“ ინტეგრაციას ახდენს თანამედროვე ლაბორატორიის ანალიზატორებთან. შედეგი გენერირდება ავტომატურად, TAT იზომება წუთებში, შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი, ექიმი რეალურ დროში ხედავს ყველაფერს, აკმაყოფილებს ISO სტანდარტებს.
  • ფინანსები და რეპორტინგი.
  • ბილინგი

ეს მოდულები კი თავის მხრივ მოიცავს ყველაფერს, რაც აერთიანებს კლინიკის პროცესებს და დადგენილ კანონმდებლობას: ელექტრონული სამედიცინო ისტორია, ჯავშნის სისტემა, მარაგების მართვა, CRM, ხელფასები და ხარისხის კონტროლი. კლინიკის მენეჯმენტს „დოქტრას“ სისტემა საშუალებას აძლევს, ყველა პროცესს თვალყური ადევნოს რეალურ დროში – მკურნალობის ხარჯებიდან დაწყებული, ადამიანური რესურსების გადანაწილებამდე. სისტემა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ინტეგრირებულია სახელმწიფო სერვისებთან (MOH, EHR, DRG, NCDC, C-MR პირველადი ჯანდაცვა), ასევე ქვეყნის წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან.

„დოქტრა“ განსაკუთრებით ეფექტურია მრავალპროფილური, სტაციონარული, ამბულატორიული და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის, სადაც პაციენტთა ნაკადი დიდია და პროცესების კოორდინაცია კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს. „დოქტრა“ ასევე ინტეგრირებულია ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან : Qmatic – რიგის მართვის სისტემასთან ინტეგრაციის დახმარებით „დოქტრადანვე“ შეგიძლიათ რიგის მოწესრიგების და მართვის ეფექტური ფუნქციონალის გამოყენება, Signify – ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმა.

გვაქვს სიახლე და დავამატეთ ახალი მოდული „დოქტრა ვეტ“, რომლის პლატფორმა განკუთვნილია ვეტერინარული კლინიკებისთვის.

თანამედროვე მედიცინაში რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაცია და რა როლი აქვს ამ პროცესში Doctra-ს?

ციფრული ტრანსფორმაცია დღეს უკვე არა ტენდენცია, არამედ აუცილებლობაა, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში, სადაც ყოველი გადაწყვეტილება პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი გუნდი მუდმივად ვფიქრობთ პროდუქტის განვითარებაზე და ვცდილობთ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ. ამის კარგი მაგალითია Doctra-ში უკვე დანერგილი AI-ზე დაფუძნებული Speech-to-Text ტექნოლოგია. ექიმი საუბრობს და სისტემა ავტომატურად ავსებს სამედიცინო დოკუმენტაციას. ეს ფუნქცია 12 ენაზეა ხელმისაწვდომი და პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ექიმის ყურადღება სრულად პაციენტზეა კონცენტრირებული. ეს სწორედ ჩვენი სლოგანის „მეტი დრო პაციენტებისთვის“, პრაქტიკული განხორციელებაა.

რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა კონკურენტულ ბაზარზე?

კონკურენტულ ბაზარზე ჩვენი უპირატესობა რამდენიმე მიმართულებით ჩანს: ადგილობრივი ცოდნა საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, სისტემის მოქნილობა და თითოეულ კლინიკაზე მორგების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი. თითოეული წევრი ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტია, ეს არ არის უბრალოდ IT კომპანია, რომელმაც სამედიცინო პროგრამა შექმნა. ჩვენ სრულად გვესმის ჯანდაცვის სისტემის სპეციფიკა, კლინიკების ყოველდღიური გამოწვევები და ექიმის რეალური საჭიროებები. სწორედ ეს ცოდნა და გამოცდილება აისახება პროდუქტის ყოველ დეტალში: სისტემის მოქნილობაში, ინტეგრაციების მასშტაბსა და უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერაში.

სამომავლო გეგმები

„დოქტრა“ სამომავლოდ გეგმავს სამი ძირითადი მიმართულებით განვითარებას.

პირველი და უმთავრესი — AI-ის შემდგომი განვითარება. Speech-to-Text მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ახალ გადაწყვეტებზე.

მეორე მიმართულება – პროდუქტის განვითარება. მუშაობა მიმდინარეობს მობილური აპლიკაციისა და პაციენტის პირადი პორტალის შექმნაზე. პორტალი პაციენტს საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოწყობილობიდან იხილოს საკუთარი სამედიცინო ისტორია, გამოკვლევების შედეგები და დანიშნულებები.

და ბოლოს, ახალი პარტნიორების მოზიდვა. ეს ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან გვჯერა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ჯანდაცვაში მასშტაბური უნდა იყოს. რაც მეტი კლინიკა გადავა თანამედროვე, ციფრულ სისტემაზე, მით უკეთესი იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხი. ამით კი ჩვენი სლოგანი „მეტი დრო პაციენტებისთვის“ ნამდვილად გამართლდება.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა