საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში ქართველი მოდელები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან, თუმცა სანდრო ვეფხვაძის ბოლო სეზონური მიღწევები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
სანდრო პირველი ქართველი მამაკაცი მოდელია, რომელმაც Dolce & Gabbana-ს ოფიციალურ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მისი მორიგი გამოსვლა 20 ივნისს მილანში, მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Dolce & Gabbana-ს 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შოუზე შედგა. ბრენდის ახალი ხაზი, სახელწოდებით Vacanze Siciliane („სიცილიური არდადეგები“), სიცილიის კულტურულ მემკვიდრეობასა და ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკას ეძღვნებოდა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ვეფხვაძის კარიერა ბოლო პერიოდში საოცარი ტემპით ვითარდება და მაღალი მოდის პოდიუმებთან ერთად მასშტაბურ გლობალურ კამპანიებსაც მოიცავს. იტალიურ მოდის სახლთან ეს მისი პირველი თანამშრომლობა არ ყოფილა – ის ბრენდის მამაკაცის ხაზისთვის პოდიუმზე ჯერ კიდევ 2026 წლის იანვარში გამოვიდა.

ამას გარდა, მისი სახელი კიდევ ერთ ლეგენდარულ, ამ ჯერად ფრანგულ ბრენდს – Dior-ს დაუკავშირდა: სანდრო Dior Men-ის Dioriviera 2026 კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა გრეი სორენტიმ გადაიღო.
ქართველი მოდელის პორტფოლიო საკმაოდ მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს აერთიანებს. სანდრომ Massimo Dutti-ის 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის e-commerce პროექტში და ქართული ბრენდის, Situationist-ის იმავე სეზონის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

სანდრო ორჯერ მოექცა ქართველო ფოტოგრაფის ბექა გულდედავას, იმავე Beka Gulva-ს, ობიექტივში პოპულარულ Never Not Men კამპანიისა და Fucking Young Magazine-ის პროექტისთვის. ქართველი მოდელი ასევე მონაწილეობდა Polo Ralph Lauren-ის სპეციალურ სერიაში ჟურნალ Amarta-სთვის.


დღეს სანდრო მსოფლიოს წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს და მას გლობალურად ისეთი გავლენიანი კომპანიები წარმოადგენენ, როგორებიცაა:
-
ნიუ იორკი – Soul Artist Management
-
პარიზი – Select Model Management Paris
-
მილანი – Why Not Model Management
-
ლონდონი – PRM Agency
-
ბარსელონა – Uno Models
სანდრო უკვე მყარად იკავებს ადგილს იმ ქართველ მოდელებს შორის, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობენ და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ.


2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·