#OK! სექსუალური ძალადობის ბრალდება კანიე უესტის წინააღმდეგ

13 hours ago 6

მოდელი და მსახიობი ჯენიფერ ენი ქანიე უესტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან BBC-ის პოდკასტ Fame Under Fire-თან ინტერვიუში ისაუბრა და დეტალურად გაიხსენა 2010 წელს მომხდარი შემთხვევა.

მისი თქმით, ინციდენტი მუსიკალური ვიდეოს გადაღების დროს მოხდა. მოდელის მტკიცებით, არ იცოდა, რა სცენის შესრულება მოუწევდა და არანაირი წინასწარი მითითება არ მიუღია.

„უბრალოდ მითხრეს, რომ სკამზე დავმჯდარიყავი. შემდეგ გადაღება დაიწყო და მოულოდნელად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა,“ — იხსენებს მოდელი.

მისივე მტკიცებით, გადაღების დროს, ქანიემ ყელში ხელი მოუჭირა, შემდეგ კი თითები პირში ჩაუდო, რაც, ჯენიფერი თქმით, ორალური სექსის იმიტაციას წარმოადგენდა.

„არ ვიცოდი, რა ხდებოდა. შიშის, დაბნეულობისა და გაურკვევლობის განცდა მქონდა. იმედს ვიტოვებდი, რომ გადასაღები ჯგუფიდან ვინმე ჩაერეოდა და ყველაფერს შეაჩერებდა,“ — განაცხადა ენიმ.

სრულად წაკითხვა