„მელნიკოვა“ – სივრცე, სადაც ქალის თანამედროვე სტილი და ხელმისაწვდომი ფასი თანხვედრაშია. მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი პოპულარული ბრენდები, როგორიცაა Zara, Mango, Stradivarius, Pull&Bear, Bershka და სხვა მოთხოვნადი კოლექციები. ხარისხიანი პროდუქცია, დახვეწილი ინტერიერი და მომხმარებელზე მორგებული გარემო „მელნიკოვას“ გამორჩეულ ადგილად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია ქალაქის ცენტრში არ მდებარეობს, მას უკვე ჰყავს ერთგული და მუდმივად მზარდი მომხმარებელი.
ყველაფერი პატარა სივრციდან დაიწყო, დღეს კი „მელნიკოვა“ წარმატებულ და ოფიციალურად ჩამოყალიბებულ ბიზნესად იქცა. ჟურნალ OK!-ს მაღაზიის დამფუძნებელი, თამუნა მელნიკოვა ესაუბრა.
როგორ გაჩნდა „მელნიკოვას“ შექმნის იდეა და როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ საქმიანობაში?
„მელნიკოვას“ შექმნის იდეა ჩემი შვილის დაბადების შემდეგ გაჩნდა. ისეთი სამსახური მჭირდებოდა, რომ მთელი დღე შვილი მარტო არ დამეტოვებინა. მეუღლის გვერდში დგომით მივხვდი, რომ სახლიდან გაუსვლელად იმაზე მეტის გამომუშავება შემეძლო, ვიდრე წარმოვიდგენდი. სწორედ ამ ორი ადამიანის, მეუღლისა და შვილის სიყვარულითა და თანადგომით შეიქმნა „მელნიკოვა“. თავიდან ჩემი კაპიტალი შვილის კუთვნილი 800 ლარი იყო, პირველი ნაბიჯები სწორედ ამ თანხით დაიწყო…
სახელწოდება „მელნიკოვა“ ვინ აირჩია და რას ნიშნავს ის თქვენთვის?
სახელზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ვეძებდი მოკლე, ლაკონურ, მარტივად დასამახსოვრებელ სახელწოდებას, ისეთს, რომელსაც გონებიდან ვერ ამოშლი. მელნიკოვა ჩემი გვარია, ერთ-ერთი მსჯელობისას მეუღლემ მითხრა, რატომ ეძებ სახელს სხვაგან, როცა დასამახსოვრებელი და განსხვავებული გვარი გაქვსო. ასე მარტივად შეიქმნა მაღაზიის სახელი „მელნიკოვა“.

როგორ იყო თქვენი პირველი სივრცე, რამ მოიყვანა „მელნიკოვა“ დღევანდელ წარმატებამდე? გვიამბეთ, რა ეტაპები გაიარა მაღაზიამ განვითარებამდე?
პირველი სივრცე ჩემს სახლში მოვაწყვე, ეს სივრცე იმისთვის შეიქმნა, რომ ესთეტიკური ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება შემძლებოდა. მოვაწესრიგე პატარა ოთახი, რომელიც 8 თუ 10 კვადრატული მეტრი იყო, შევიძინე სარკე დიდი განათებით და საქმიანობას შევუდექი. ნამდვილი საოცრება მოხდა, ხალხმა ამ პატარა სივრცეში ყოველდღე დაიწყო სტუმრობა და პროდუქციის შერჩევა. ხშირად ისეთი სიტუაციაც იყო, რომ არასაკმარისი ადგილის გამო, ადამიანები აივანზე იკავებდნენ რიგს.
რა სირთულეები გქონდათ დასაწყისში და როგორ მოახერხეთ მომხმარებლების მოზიდვა?
ვფიქრობ, „მელნიკოვას“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გულწრფელობა და მომხმარებელთან ღია ურთიერთობა იყო. ადამიანები თავიდანვე აკვირდებოდნენ ჩემს პირველ ნაბიჯებს და ამ პროცესის ნაწილი ხდებოდნენ. მიუხედავად პატარა სივრცისა, მომხმარებელი ჩვენთან ყოველთვის იღებდა მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას. სწორედ ეს გახდა ჩვენი წარმატების საფუძველი. ბუნებრივია, გზაზე ბევრი სირთულე და შიში შეგვხვდა, თუმცა „მელნიკოვამ“ ყველა ეტაპი გადალახა და განვითარება შეძლო. ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იმ პროდუქციის მოძიება იყო, რომელსაც დღეს ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ – განსაკუთრებით დიდი პარტიების აღმოჩენა და ჩამოტანა. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, ამ სირთულესაც წარმატებით გავუმკლავდით.

გაქვთ თუ არა თქვენი წარმატების ფორმულა და რას თვლით მთავარ ფაქტორად ბიზნესის ზრდაში?
ჩემი წარმატების ფორმულა ძალიან მარტივია – ღმერთისა და საკუთარი თავის რწმენა. მნიშვნელოვანია, გწამდეს არა მხოლოდ მაშინ, როცა გჭირდება, არამედ ყოველთვის. უნდა გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და ყველა სირთულე მიიღო, როგორც უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, სწორედ ეს შინაგანი ძალა და მუდმივი რწმენა არის ბიზნესის ზრდისა და წარმატების მთავარი საფუძველი.
როგორ აფასებთ ქუთაისელ მომხმარებელს, როგორი გემოვნება აქვთ?
ქუთაისში მაღალი სტანდარტების მქონე მომხმარებლები გვყავს, ჩვენთან სტილი სხვანაირად ფასობს. ჩაცმა სიამოვნებაა, სტილია, ხასიათია, კულტურაა, შინაგანი სამყაროა. ქუთაისელი მომხმარებელი აფასებს ეთიკას და ესთეტიკას.
მაღალი კონკურენციის პირობებში როგორ ახერხებთ ბაზარზე გამორჩეულ ასპარეზობას? რას სთავაზობს „მელნიკოვა“ მომხმარებელს, სხვებისგან რა განასხვავებს?
ჩემი აზრით, მაღალი კონკურენცია სწორედ ის ფაქტორია, რაც განვითარებისთვის გვჭირდება. ასეთ გარემოში ბიზნესი მუდმივად „ტონუსშია“ და წინსვლაზეა ორიენტირებული. ბაზარზე ბევრი ძლიერი მაღაზიაა, ახალგაზრდა და ენერგიული მფლობელებით, თითოეულს თავისი უნიკალური ნიშა აქვს. „მელნიკოვას“ მთავარი გამორჩეულობა, ადგილმდებარეობის, პროდუქციისა და მომსახურების ერთობლიობაა. ხშირად ახალი მომხმარებლები გაკვირვებული არიან, როცა შედარებით ნაკლებად აქტიურ ლოკაციაზე ასეთ მრავალფეროვან და ცოცხალ სივრცეს ხვდებიან. ეს გამოცდილება მათში ინტერესს აჩენს და განმეორებით ვიზიტს განაპირობებს.

რა გეგმები გაქვთ მომავალში და როგორ ხედავთ „მელნიკოვას“ განვითარებას?
„მელნიკოვას“ დღევანდელი სივრცე საბოლოო ეტაპი არ არის. ჩვენი პირადი ბრენდის ისტორია უკვე დაიწყო – პირველი ნაბიჯი „მელნიკოვას“ ბრენდირებული ბაზა მაისურების გამოშვება იყო. აქტიურად ვმუშაობთ, რათა მომხმარებელს მრავალფეროვანი და გამორჩეული პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ბრენდი, რომელიც ხარისხის, ნდობისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოდ იქცევა და საკუთარ ღირებულებას არა მხოლოდ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნებს.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ნიკი მჟავანაძე

6 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·