რამდენიმეთვიანი მოლოდინისა და არაერთი ჭორის შემდეგ, ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელიმ ოფიციალურად იქორწინეს. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოქცეული წყვილის საქორწილო ცერემონია 3 ივლისს, ნიუ-იორკის ლეგენდარულ მედისონ სკვერ გარდენში გაიმართა. გრანდიოზულ ღონისძიებას მუსიკის, კინოსა და სპორტის არაერთი ვარსკვლავი დაესწრო, თუმცა ორგანიზატორებმა მაქსიმალურად იზრუნეს იმაზე, რომ ცერემონია საჯარო თვალისგან დაცული ყოფილიყო.
ქორწილი მსახიობმა ადამ სენდლერმა წაიყვანა. TMZ-ის ინფორმაციით, მან ცერემონიაზე სპეციალური მუსიკალური ნომერიც შეასრულა და ფილმ The Wedding Singer-ის პერსონაჟიც გააცოცხლა. სენდლერს წარსულშიც არაერთხელ უსაუბრია სვიფტსა და კელსიზე და ორივე მათგანი განსაკუთრებულად თბილ და გულწრფელ ადამიანებად მოიხსენია.
წყვილის საქორწილო სამოსი ფრანგულმა მოდის სახლმა Dior Haute Couture-მა შექმნა. კაბასა და სმოკინგზე დიზაინერმა ჯონათან ანდერსონმა იმუშავა, რომელიც Dior-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. ტეილორ სვიფტის ფეხსაცმელი Christian Louboutin-ის სპეციალურად მისთვის შექმნილი მოდელი იყო, ხოლო სამკაულები – Cartier-ს ეკუთვნოდა.
ტეილორმა ტრადიციაც დაარღვია და მეჯვარის ნაცვლად საპატიო მამაკაცად საკუთარი ძმა, ოსტინ სვიფტი აირჩია. ტრევის კელსის გვერდით კი მისი ძმა, ჯეისონ კელსი იდგა. წყვილმა ასევე უარი თქვა მრავალრიცხოვან მეჯვარეებსა და ხელისმომკიდეებზე, რის გამოც ცერემონია უფრო პირად და ოჯახურ ხასიათს ატარებდა.
მედიის ინფორმაციით, სტუმართა სიაში დაახლოებით 1000 ადამიანი იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სელენა გომესი, კამილა კაბელო, ჰიუ გრანტი, გრესი აბრამსი, ჯიჯი ჰადიდი, ბრედლი კუპერი, ტომ ჰენქსი, მილი ბობი ბრაუნი, დაკოტა ჯონსონი, სტივენ სპილბერგი და სხვა ცნობილი სახეები. სხვადასხვა გამოცემის ცნობით სტუმრებს შორის ასევე იყვნენ საბრინა კარპენტერი, ჯენიფერ ლოურენსი, ლანა დელ რეი, ემა სტოუნი, პოლ მაკ-კარტნი, ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი და გრეტა გერვიგიც.
სტუმრების მონათხრობის მიხედვით, მედისონ სკვერ გარდენი ნამდვილ ზღაპრულ ბაღად იყო გადაქცეული. დეკორაციას „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და „ოზის ჯადოქრის“ ატმოსფეროს ადარებდნენ. საღამოზე ლეგენდარულმა სტივი ნიკსმა იმღერა, ხოლო ტეილორ სვიფტმა საკურთხევლისკენ საკუთარი ერთ-ერთი სიმღერის სიმებიან ინსტრუმენტებზე შესრულებული ვერსიის ფონზე გაიარა. სტუმრებს ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროება წინასწარ შეზღუდული ჰქონდათ, რის გამოც ცერემონიიდან ოფიციალური კადრები ჯერ არ გავრცელებულა.
მიუხედავად ვარსკვლავებით სავსე სტუმრების სიისა, საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით ერთმა გარემოებამ მიიპყრო – ქორწილზე არ გამოჩენილან ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი. წყვილი არც წინა დღით გამართულ რეპეტიციის ვახშამს დასწრებია. ამ დროს ისინი ოჯახთან ერთად ლეიკ-პლესიდში იმყოფებოდნენ, სადაც მათი ექვსი წლის ქალიშვილი, ბეტი, საცხენოსნო ტურნირში მონაწილეობდა.
:max_bytes(150000):strip_icc()/taylor-swift-blake-lively-012126-c9e4f15b217b4065a9ced3cd7f01ef2f.jpg)
ბლეიკ ლაივლი წლების განმავლობაში ტეილორ სვიფტის ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად ითვლებოდა. 2024 წელს თავად მომღერალმა დაადასტურა, რომ მსახიობის შვილების ნათლია იყო. თუმცა, დასავლური მედიის ინფორმაციით, მათი ურთიერთობა ბლეიკ ლაივლისა და მსახიობ ჯასტინ ბალდონის სასამართლო დავის ფონზე დაიძაბა. მოგვიანებით გავრცელებული ცნობებით, სვიფტი ამ საქმის ფარგლებში სასამართლო პროცესშიც აღმოჩნდა ჩართული, რის შემდეგაც მეგობრებს შორის დისტანცია გაიზარდა. 2026 წელს კი მათი პირადი მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ, წყაროების მტკიცებით, ტეილორ სვიფტმა გადაწყვიტა, მთელი ამ გახმაურებული ისტორიისგან თავი შორს დაეჭირა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ სწორედ ეს გახდა ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის ქორწილზე არყოფნის ერთ-ერთი მიზეზი.


3 weeks ago
64







English (US) ·
Georgian (GE) ·