#OK! ტომ კრუზისა და კეიტი ჰოლმსის ქალიშვილმა მამის გვარზე უარი თქვა

4 days ago 34

ტომ კრუზისა და კეიტი ჰოლმსის ქალიშვილმა, 20 წლის სურიმ, მამის გვარზე ოფიციალურად თქვა უარი.

PEOPLE-ის მიერ მოპოვებული ამომრჩეველთა რეგისტრაციის დოკუმენტების მიხედვით, ახალგაზრდა სტუდენტი ამჟამად სური ნოელის (Suri Noelle) სახელით არის რეგისტრირებული. გამოცემის ცნობით, მან გვარი Cruise-იდან Noelle-ზე კანონიერად შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ “ნოელი” კეიტი ჰოლმსის შუა სახელია.

სური ამჟამად პენსილვანიის შტატში, კარნეგი მელონის უნივერსიტეტში სწავლობს. ამომრჩეველთა სიაში ის 2024 წლის ოქტომბერში სწორედ ახალი სახელით დარეგისტრირდა. თუმცა, ახალი გვარი პირველად რამდენიმე თვით ადრე, 2024 წლის ივნისში, საშუალო სკოლის დამამთავრებელ ცერემონიაზეც გამოიყენა.

#OK! დაუჯერებელი ფაქტები ტომ კრუზის შესახებ!

ტომ კრუზი და კეიტი ჰოლმსი 2006 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ქალიშვილი შეეძინათ. წყვილი 2012 წელს დაშორდა. ამის შემდეგ სური დედასთან ცხოვრობს და მამასთან კონტაქტი არ აქვს.


მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ცხოვრებას თავს არიდებს,  პერიოდულად პაპარაცების ობიექტივში მაინც ხვდება. ბოლოს ის 2025 წელს ნიუ-იორკში, დედის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე შენიშნეს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

#OK! 7 ცნობილი მამაკაცი, რომელმაც პლასტიკურ ქირურგიას მიმართა

სრულად წაკითხვა