#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები!

1 month ago 36

ყველასთვის კარგად ნაცნობია ქართველი ფეხბურთელები, თუმცა მათი რჩეულების შესახებ ინფორმაცია ბევრისთვის უცნობია. წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსა და მათ რჩეულებს.

//t.co/3stlULf70B" / X

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე:

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის მეუღლე უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. სულ მალე წყვილი ბიჭის მშობლები გახდებიან

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ჯვარი დაიწერეს ❤️ - YouTube

ზურიკო დავითაშვილი და მია გზირიშვილი

ფეხბურთელი მეუღლესთან და შვილთან ერთად ამჟამად იმყოფება საფრანგეთში, ბორდოში. მათ ერთმანეთი ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის საშუალებით გაიცნეს.

ბუდუ ზივზივაძე და ნინი კვერნაძე

ფეხბურთელის რჩეული ნინი კვერნაძეა, მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის დახმარებით გაიცნეს 4 წლის წინ, მალევე დაოჯახდნენ და ერთი შვილიც ჰყავთ.

ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი ფეხბურთელი არ  იყო... " - ქართველი ფორვარდის სიყვარულის ამბავი, ასრულებული ...

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი

წარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია. წყვილი ცოტახნისწინ დაოჯახდა. გიორგიმ ხელი მოულოდნელად ერთ-ერთ კაფეში სთხოვა.

გიორგი წიტაიშვილი და სოფია მურზა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი დაქორწინდა. მისი რჩეული კი ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილი სოფია მურზაა. ქორწილი 30 მაისს საქართველოში გაიმართა. ცერემონიას არაერთი ცნობილი ქართველი სახე ესწრებოდა. წყვილს ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს.

გურმა კაშია და თამთა გიგაშვილი

გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა. წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი – ალექსანდრა კაშია ჰყავთ.

ასევე იხილეთ:

#OK! მამარდა – 26 მარტის გმირი!

#OK! “ბიჭს ველოდები” – ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე პირველ შვილს ელოდებიან

#OK! ბუდუ ზივზივაძე კარიერასა და პირადზე

#OK! ბუდუ ზივზივაძე – ზღაპარში მგონია თავი… მინდა, გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო(ვიდეო)

სრულად წაკითხვა