#OK! ყველაზე ცნობილი გამონათქვამები თავისუფლებაზე

4 weeks ago 85

4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს — თარიღს, რომელმაც არა მხოლოდ ქვეყნის ისტორია, არამედ თავად თავისუფლების იდეაც ახალ სიმაღლეზე აიყვანა.

თუმცა თავისუფლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ არის. ესაა არჩევანის უფლება, ღირსება, პასუხისმგებლობა, აზრის გამოხატვა და შესაძლებლობა, იცხოვრო შიშის გარეშე.

საუკუნეების განმავლობაში ამ თემაზე არაერთ ცნობილ მოაზროვნეს, პოლიტიკოსს, მწერალსა და უფლებადამცველს უსაუბრია.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გთავაზობთ თავისუფლებაზე ყველაზე ცნობილ და შთამაგონებელ გამონათქვამებს:

„მომეცით თავისუფლება, ან მომეცით სიკვდილი!“ –  პატრიკ ჰენრი, 1775 წლის 23 მარტი, ვირჯინიის კონვენციაზე წარმოთქმული სიტყვა.

„ბედნიერება თავისუფლებაზეა დამოკიდებული, ხოლო თავისუფლება — სიმამაცეზე.“ — თუკიდიდე, ძველი ბერძენი ისტორიკოსი.

„ვინც სხვებს თავისუფლებას ართმევს, თავადაც არ იმსახურებს მას.“ – აბრაამ ლინკოლნი

„მშვიდობასა და თავისუფლებას ერთმანეთისგან ვერ გამოყოფ. ადამიანი ვერ იქნება მშვიდად, თუ თავისუფალი არ არის.“ – მალკოლმ X

„ჭეშმარიტი თავისუფლება ნაჩუქარი არ არის — ის უნდა მოიპოვო.“ –  ფრანკლინ დელანო რუზველტი

„თავისუფლება არასოდეს მოდის მჩაგვრელისგან ნებაყოფლობით — მას ჩაგრული ითხოვს.“ – მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი

„სადაც თავისუფლება სახლობს, იქ არის ჩემი სამშობლო.“ – ბენჯამინ ფრანკლინი.

#OK! თავისუფლება უფლებაა

„თავისუფლება არ არის პრივილეგია, ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.“ – ჰერბერტ ჰუვერი.

„თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე ანარქიაა.“ – შარლ ლუი მონტესკიე

„თავისუფლება იწყება იქ, სადაც უმეცრება მთავრდება.“ – ჯონ ადამსი

„თავისუფლება არის გამბედაობა, იცხოვრო შენი ოცნებებით.“ – ელეანორ

რუზველტი

“ყველაფერი, რაც მართლა დიდი და შთამაგონებელია, თავისუფალი ინდივიდის მიერ იქმნება.”- ალბერტ აინშტაინი

“თავისუფლება მხოლოდ ჯაჭვების ჩამოგდებას არ ნიშნავს. თავისუფლება ნიშნავს, იცხოვრო ისე, რომ პატივი სცე და გააძლიერო სხვათა უფლებები.” – ნელსონ მანდელა

“ისინი, ვინც დროებითი უსაფრთხოების მოსაპოვებლად უარს იტყვიან არსებით თავისუფლებაზე, არც თავისუფლებას იმსახურებენ და არც უსაფრთხოებას.” – ბენჯამინ ფრანკლინი

“თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა შანსი იყო უკეთესი.” – ალბერ კამიუ

ასევე დაგაინტერესებთ: 

https://okmagazine.ge/ok-sinamdvileshi-evropa-tavisuplebaa/

სრულად წაკითხვა