საუკუნეების წინ შექმნილი ტილოები და თანამედროვე ხელოვანების პროვოკაციული ნამუშევრები დღეს აუქციონზე ასობით მილიონ დოლარად იყიდება.
ლეონარდო და ვინჩის შედევრიდან დაწყებული, კედელზე მიწებებული ბანანით დასრულებული — ხელოვნების ბაზრის ყველაზე ძვირადღირებული გარიგებები აჩვენებს, რომ ზოგჯერ ფასი მხოლოდ ნამუშევრის სილამაზით არ განისაზღვრება.
ლეონარდო და ვინჩი — „Salvator Mundi“
ნამუშევარი 1500 წლით თარიღდება და წლების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. იგი 2017 წლის 15 ნოემბერს ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე, რეკორდულ ფასად — 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ოფიციალურად არ გამჟღავნებულა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახატი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ლუვრის ფილიალისთვის შეიძინეს.
უილემ დე კუნინგი — „Interchange“
ამერიკელი მხატვრის, უილემ დე კუნინგის, ნამუშევარი „Interchange“ 1955 წელს შეიქმნა. ნახატი 2015 წელს კერძო გარიგებით დაახლოებით 300 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველი ამერიკელი მილიარდერი და საინვესტიციო კომპანია Citadel-ის დამფუძნებელი კენეტ გრიფინი გახდა.
პოლ სეზანი — „The Card Players“
XIR160592 The Card Players, 1893-96 (oil on canvas) by Cezanne, Paul (1839-1906); 47×56 cm; Musee d’Orsay, Paris, France; French, out of copyright.ფრანგი პოსტიმპრესიონისტის, პოლ სეზანის ნამუშევარი 2011 წელს დაახლოებით 250 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველი კატარის სამეფო ოჯახი იყო, რომელმაც ნამუშევარი კერძო გარიგებით შეიძინა. სეზანის ეს ტილო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება, რადგან ის მხატვრის შემოქმედების გარდამტეხ პერიოდს ასახავს.
პაბლო პიკასო — „Les Femmes d’Alger“ („ალჟირელი ქალები“)
1955 წელს შექმნილი ტილო „Les Femmes d’Alger (Version O)“ 2015 წლის 11 მაისს Christie’s-ის ნიუ-იორკის აუქციონზე 179.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. იმ დროისთვის ეს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში იყო. ნახატი პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიის ნაწილია და მყიდველის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა.
ენდი უორჰოლი — „Shot Sage Blue Marilyn“
ენდი უორჰოლის მიერ შექმნილი მერილინ მონროს პორტრეტი „Shot Sage Blue Marilyn“ 2022 წელს 195 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი მე-20 საუკუნის ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო გახდა. ნახატი Gagosian Gallery-ის დამფუძნებელმა, ლარი გაგოსიანმა, შეიძინა.
#OK! მსოფლიოს მუზეუმების ყველაზე იდუმალი ექსპონანტები
მაურიციო კატელანი — „Comedian“
იტალიელი ხელოვანის, მაურიციო კატელანის ნამუშევარი „Comedian“ ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ქმნილებად იქცა. ნამუშევარი რეალურად კედელზე მიწებებული ჩვეულებრივი ბანანია, რომელიც 2019 წელს Art Basel Miami Beach-ზე გამოჩნდა და მაშინვე მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.
2024 წელს იგი Sotheby’s-ის აუქციონზე 6.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველი ჩინეთში დაბადებული კრიპტოვალუტის მეწარმე ჯასტინ სანი გახდა. აღსანიშნავია, რომ მას თავად ბანანი არ მიუღია — სამაგიეროდ, გადაეცა ინსტრუქცია, როგორ უნდა განთავსდეს კედელზე ახალი ბანანი, რადგან ნაყოფი დროთა განმავლობაში ფუჭდება.
ჯექსონ პოლოკი — „Number 17A“
ამერიკელი აბსტრაქტული ექსპრესიონისტის, ჯექსონ პოლოკის, 1948 წელს შექმნილი ნამუშევარი „Number 17A“ 2015 წელს დაახლოებით 200 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნახატი კერძო გარიგებით ამერიკელმა მილიარდერმა კენეტ გრიფინმა შეიძინა.
მარკ როტკო — „No. 6 (Violet, Green and Red)“
ამერიკელი მხატვრის მარკ როტკოს აბსტრაქტული ნამუშევარი „No. 6 (Violet, Green and Red)“ 2014 წელს 186 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველი რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლოვლევი გახდა.
გუსტავ კლიმტი — „Portrait of Elisabeth Lederer“
ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის პორტრეტი 2025 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მას განსაკუთრებული ისტორია აქვს. ნამუშევარი ებრაელი მრეწველის, ავგუსტ ლედერერის ოჯახის კოლექციაში ინახებოდა. ნაცისტური რეჟიმის პერიოდში, 1938 წლის ანშლუსის შემდეგ, მათ ქონებას საფრთხე დაემუქრა.
ნაცისტებმა ებრაელი ოჯახების ქონების ჩამორთმევა და ე.წ. „არიანიზაციის“ პოლიტიკა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოჯახის ნაწილმა ნამუშევრების დაბრუნება შეძლო, თუმცა კლიმტის პორტრეტი ათწლეულების განმავლობაში დავის საგანი იყო.
საბოლოოდ, იგი ხელოვნების ბაზარზე მოხვდა და 2025 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი აუქციონზე რეკორდულ 54.7 მილიონ დოლარად გაიყიდა

2 weeks ago
30







English (US) ·
Georgian (GE) ·