21, 22 და 23 აგვისტოს, რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალი KIJINA Fest, რომელიც მუსიკის, ბუნებისა და თანამედროვე კულტურის მოყვარულებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე მოუყრის თავს.
KIJINA Fest-ის მთავარი მიზანია რაჭის ტურისტული და კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონში შიდა და საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა და უნიკალური ფესტივალური გამოცდილების შექმნა.

ფესტივალი გააერთიანებს მუსიკის არტისტებს, მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებსა და ბუნებრივ გარემოს, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, სამი დღის განმავლობაში სრულად ჩაერთონ მუსიკის, ხელოვნებისა და რაჭის განსაკუთრებული ატმოსფეროს გამოცდილებაში.
KIJINA Fest ელოდება როგორც საქართველოს, ისე უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს.
ლაინაფი სრულად გამოცხადდება უახლოეს პერიოდში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://tkt.ge/event/504172/kijina
KIJINA Fest-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, არტისტების სრული სია და ფესტივალის პროგრამა ეტაპობრივად გამოქვეყნდება ფესტივალის ოფიციალურ არხებზე
FB: https://www.facebook.com/profile.php?id=61576979762110
Instagram: https://www.instagram.com/kijinaevents/

11 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·